ელონ მასკი: მზის სისტემის კოლონიზაცია გადაშენებისგან დაგვიცავს

 რატომ უნდა გადავყაროთ მილიარდები კოსმოსის ათვისებაზე, როცა აქ, დედამიწზე, მილიარდობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს? პასუხიც მოსმენილი გექნებათ – კოსმოსურ პროგრამებს ჩვენთვის სასარგებლო და ინოვაციური გამოგონებები მოაქვს.

 ის კი ალბათ, არ გსმენიათ, რომ უნდა ვიჩქაროთ. ნასას ბრძოლა არსებობისა და ფინანსირებისთვის იმაზე მეტყველებს, რომ ეს განმარტებები საზოგადოებისთვის არ არის დამაჯერებელი, საზოგადოებისთვის, რომელსაც კოსმოსი საერთოდაც არ აღელვებს და ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით არის დაკავებული.

 SpaceX-ისა და Tesla Motors-ის დამაარსებელი, მილიარდერი ელონ მასკი დარწმუნებულია, რომ კოსმოსის ათვისება ისეთივე აუცილებლობაა, როგორც სიღარიბესთან და დაავადებებთან ბრძოლა – ამით ჩვენ გადაშენებისგან ვიქნებით დაზღვეულნი.

 ”თუ წარსულს გავიხსენებთ, ნათელი ხდება, რომ ბუნების დამანგრეველი ძალების წინაშე უძლურნი ვართ. ამ ძალების მრისხანება ბოლომდე არც კი გამოგვიცდია, რადგან თუ კოსმოლოგიური მასშტაბებით ვიმსჯელებთ, ჯერ თვალიც კი არ დაგვიხამხამებია. ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ჩვენს ეკზისტენციალურ გადაშენებას გამოიწვევს, ჩვენს ბრძოლას აქ, დედამიწაზე, აბსოლუტურ უაზრობად აქცევს. სიღარიბისა და დაავადებების დაძლევა სასიხარულო ამბავი იქნება, ადამიანების სრული გაქრობა კი ძალიან ცუდი. ყველა კვერცხი ერთ კალათაში გვაქვს ჩაწყობილი და ეს ძალიან ცუდი სტრატეგიაა”.

ეს SpaceX-ია.

 მასკის იდეები სიახლეს არ წარმოადგენს. მწერალი-ფანტასტი ლარი ნივენი ამბობდა: „დინოზავრები გადაშენდნენ, რადგან მათ კოსმოსური პროგრამები არ ჰქონდათ“(პლანეტის დაცვა: ასტეროიდული პატრული(მრისხანე იკარუსი)).

 ჩვენ, პრინციპში, საშიში ასტეროიდის აღმოჩენა და აფეთქება შეგვიძლია, სხვა კოსმოსური მოვლენების პროგნოზირება და პრევენცია კი გაცილებით რთული იქნება – ახლოს მდებარე ზეახლის აფეთქება, გამა-ანთება დედამიწის მიმართულებით(ანთების კვალი წარსულიდან), ვულკანიზმის გააქტიურება. ნებისმიერ მათგანს შეუძლია ჩვენი განადგურება.

 მასკი ამბობს, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს სიჩუმეზე, მას შემდეგ რაც ტელესკოპებით ცის სკანირება დავიწყეთ, სხვა ცივილიზაციებს შორის საუბარის რეგისტრირების იმედით.

 თუ სამყაროში არსებული ვარსკვლავებისა და გალაქტიკების რაოდენობით განვსჯით, მასში სიცოცხლე უნდა ყვაოდეს. თუ ამ სიცოცხლის უმცირესი ნაწილი მაინც იქნება გონიერი, მაშინ ათასობით ცივილიზაცია უნდა არსებობდეს და ყვაოდეს. მაშ, სად არიან ისინი(დრეიკის განტოლება)?

marsze eshveba sacxovrebeli ეს გამოცანა ფერმის პარადოქსის სახელით არის ცნობილი(გალაქტიკათშორისი ფრენები ფერმის პარადოქსს კიდევ უფრო ართულებენ). მასკი, უამრავი თეორიებიდან ზოგიერთს მიმართავს, რომლებიც ამ სიჩუმის ახსნას ცდილობს:“თუ თანამაედროვე ტექნოლოგიებს შევხედავთ, ცივილიზაციებს რაღაც უცნაურობა უნდა ემართებოდეს, უსიამოვნებებს ვგულისხმობ. შესაძლებელია, სამყარო ერთპლანეტიანი მკვდარი ცივილიზაციებით არის სავსე“(დიდი ფილტრი).

 ეს უცნაურობები თვითგანადგურების ევოლუციურ ღილაკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, როგორც კარლ საგანი ვარაუდობდა. თანამედროვე რაკეტები ატომურ იარაღთან ერთად გამოვიგონეთ.

 ფერმის პარადოქსი და მისი ახსნის მცდელობები, ფილოსოფიური მიმზიდველობის მიუხედავად, გონიერი სიცოცხლის პრობლემას ვერ წყვეტს. პროგრამა SETI-ის წამყვანი ასტრონომი სეთ შოსტაკი ამბობს:“ ფერმის პარადოქსი ლოკალური დაკვირვებების დიდი ექსტრაპოლაციაა. რადგან ახლო კოსმოსში გალაქტიკურ კოლონიებს ვერ ვხედავთ, იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საერთოდ არ არსებობს. ფერმის პარადოქსის გარეშეც ნათელია, რომ როგორც ჩვენი გეოლოგიური მემატიანე გვიჩვენებს,“გადაშენება – წესია, ხოლო გადარჩენა – გამონაკლისი“.

 დავუშვათ, რომ მასკის არგუმენტები ჩვენთვის მისაღებია. რა იქნება მერე? სინამდვილეში, მილიარდერმა SpaceX არა მარტო თანამგზავრებისა და საერთაშორისო სადგურზე ასტრონავტების გასაშვებად შექმნა, არამედ იმისათვისაც, რასაც თვითონაც აღიარებს – სხვა პლანეტაზე გასაფრენად.

Falcon_Heavy spc_x მას მერე, რაც SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებს აიყვანს; მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების შექმნას დაასრულებს; გამოცდის რაკეტას Falcon Heavy – ამ ყველაფრის მერე, ალბათ 2030-იანი წლების შუალედში, მასკი კოლონიას დააარსებს მარსზე.

 ზოგიერთ კოლონისტს ბილეთის ასაღებად 500 000 დოლარის გადახდა მოუწევს. სხვებს ყველაფრის გაყიდვა, როგორც პირველ ამერიკელ კოლონიზატორებს, ამერიკამდე მისაღწევად. ეს არც თუ ისეთი სასიამოვნო მოგზაურობა იქნება, პირიქით, ძალიან საშიში, თან, ალბათ ერთი მიმართულებით(მარსზე ცხოვრებამ შეიძლება ჭკუიდან გადაგვიყვანოს?).

 მიუხედავად ამისა, არც ვინმეს იძულება იქნება საჭირო. კომპანია Mars One, რომელიც იგივეს გაკეთებას გეგმავდა, უკვე 200 000 განცხადება მიიღო ადამიანებისა, რომლებსაც ერთი მიმართულების ბილეთების აღება სურთ. შესაძლებელია Mars One-მა ადამიანები ვერ გადაიყვანოს მარსზე, თუმცა ის მაინც არის ცხადი, რომ იქ მოსახვედრად ადამიანები თავიანთი სიცოცხლის გასაწირადაც კი მზად არიან( მარსული რეალითი-შოუ: პირველად ოპერატორი გაფრინდება).

“კალიის” გამოცდა, SpaceX.

იმისათვის, რომ ჩვენ, მარსზე ფეხი მყარად მოვიკიდოთ, უფრო მეტი დაგვჭირდება, ვიდრე ათასობით კოლონისტი. მასკის აზრით, გენეტიკური მრავალფეროვნებისა და დამაკმაყოფილებელი წარმოებისთვის მინიმუმ მილიონი ადამიანია საჭირო. კი, გაყინულ უდაბნოში გაზის, ჟანგბადისა და ხეების გარეშე. მარსზე არის წყალი, თუმცა ძნელად მოსაპოვებელი. საჭირო იქნება რესურსების მოპოვება და მძიმე მრეწველობის შექმნა, რაც კოლოსალური სირთულის ღონისძიებაა(უჟანგბადოდ მცენარეებთან ერთად).

mars-one-colony-astronauts-2 მასკის იდეები გრანდიოზულია, თუმცა საეჭვოც. SpaceX-სთვის მარსის ათვისება გადაულახავ ამოცანად შეიძლება იქცეს. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენი შესაძლებლობებით, ახლო მომავალში ამ ყველაფრის განხორციელება ვერ მოხერხდება.

 ასტრონომი და ასტროფიზიკოსი მარტინ რისი(სამყარო ჰოლოგრამაა?!) ამბობს: „ვფიქრობ, საკუთარი თავის მოტყუება საჭირო არაა, რომ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტას კოსმოსში მასიური ემიგრაციებით შევძლებთ. მთელს მზის სიტემაში ისეთი რბილი პირობებიც კი არ არის, როგროც ევერესტის წვერზე, ან სამხრეთ პოლუსზე, ამიტომ ნებისმიერი ასეთი ღონისძიება დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული“.

 მოკლედ, ადამიანები დედამიწისა და მთვარის ფარგლებს გარეთ აუცილებლად გავლენ. ალბათ, სხვა პლანეტებზეც იცხოვრებენ, როგორც დროებითი მაცხოვრებლები. მილიონიანი ცივილიზაცია, რომელზეც მასკი ოცნებობს, უკიდურესად ნაკლებად შესაძლებელია, სანამ ინჟინრები პლანეტური მასშტაბების ზემოქმედებას ისწავლიან – მარსის ტერაფორმირებას, ასტეროიდების დამსხვრევას, ქალაქი-სფეროების აშენებას მერკურიზე და ა.შ.

 ერთში მასკი ნამდვილად მართალია. დრო სწრაფად გადის. ადამიანებს ერთმანეთით დატკბობის დრო ჯერ კიდევ გვაქვს, თუმცა, მალე შეიძლება აღარც გვქონდეს, ისე მალე, რომ მომზადებაც კი ვეღარ მოვასწროთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *