გერმანელი და ა.შ.შ. მეცნიერები აცხადებენ, რომ უცხო ცივილიზაციებისგან მიღებული სიგნალი მიღებისთანავე უნდა განადგურდეს. მათი აზრით, ადამიანს საშიში კომპიუტერული ვირუსების გამოვლენა არ შეუძლია, რომლებიც ამ მონაცემებში შეიძლება იყოს დამალული და საფრთხეს უქმნიდეს კაცობრიობას (arxiv.org.).
ითვლება, რომ ასეთი სიგნალები რადიოტელესკოპების საშუალებით შეიძლება იყოს დაჭერილი, ან უცხოპლანეტური არტეფაქტების სახით (რეპროდუქციის უნარის მქონე მანქანათა არ არსებობის მიზეზი სამყაროში). დიდია ალბათობა იმისა, რომ ”მოაზროვნე ძმების” მიერ გამოგზავნილი წერილი ზიანს მოგვაყენებს. კაცობრიობამ უარი უნდა თქვას ასეთი წერილის წაკითხვაზე (სულ მაგ ჭკუაზეა სეთ შოსტაკი 🙂 ), რადგან დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ ის მტრულად განწყობილი ცივილიაზაციეს მიერ არ იქნება გამოგზავნილი.
მკვლევართა აზრით, საშიში გზავნილის რამდენიმე ტიპი შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ასეთი – ”თქვენ ვარსკვლავს ზეახლად ავაფეთქებთ”, რაც დიდ პანიკას გამოიწვევს, მიუხედავად იმისა, მართალი იქნება, თუ არა. შეიძლება იყოს დიდი მოცულობის ტექსტი, რომელიც ჩვენ კულტურაზე დემორალიზაციურ გავლენას მოახდენს, როგორც ბიბლიამ გამოიწვია რომის იმპერიის დამხობა.
სტატიაში, ჰიპოთეტური გზავნილის ყველაზე უფრო შესაძლო ტიპია განხილული, რომელიც Cosmic Call-ის ანალოგია, გადაცემული რადიოტელესკოპით РТ-70 (უკრაინა)(როდის მოვა სიგნალი გედის 16-დან?). ეს არის ორობითი სიმბოლოების რიგი, რომელიც სურათის სახით იშიფრება (არესიბო – ყველაზე დიდი ტელესკოპი მსოფლიოში). თუ მას შემდგომი ანალიზისთვის ქაღალდზე დავბეჭდავთ, ზიანის მომტანი თვითონ გზავნილის შინაარსი იქნება. რთული კოდის შემთხვევაში, რომლის გაშიფვრა მხოლოდ კომპიუტერს შეუძლია, ეს უკანასკნელი ქსელისგან უნდა იყოს იზოლირებული.
მეცნიერთა ვარაუდით, გზავნილის გაშიფვრა უსაფრთხოების ყველა წესით უნდა მოხდეს. ისინი სცენარს გვთავაზობენ, რომლის მიხედვით, კაცობრიობამ მეგობრული წერილი მიიღო, ”გალაქტიკური ბიბლიოთეკა, ხელოვნური ინტელექტის სახით”. ბიბლიოთეკამ ახალი ტექნოლოგიებისკენ შეიძლება გაგვიხსნას გზა, რომლთა მავნე გვერდითი ეფექტების შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით (სტივენ ჰოკინგი თვლის, რომ უცხოპლანეტელებთნ კონტაქტი საშიშია; METI-მ მეზობელი ვარსკვლავისკენ სიგნალი გაუშვა; WOW და სხვა სიგნალები…).