მზის ასაკის მეტეორიტი

 სპეციალისტთა ჯგუფმა ლივერმორის ნაციონალური ლაბორატორიისა და არიზონას შტატის უნივერსიტეტიდან გრეგორი ბრენეკის ხელმძღვანელობით მეტეორიტის(„ალენდე“) კვლევა დაასრულა, რომელიც დედამიწაზე 1969 წელს ჩამოვარდა. გაკეთდა სენსაციური დასკვნა: ეს ციური სხეული ზეახლის ნამსხვრევია, ზეახლისა, რომელმაც მზის სისტემა მძიმე ელემენტებით მოამარაგა.
პრაქტიკულად ყველა ექსპერტი მზის სისტემის ასაკს 4,5 მილიარდ წლად მიიჩნევს. ხოლო სისტემის წარმომავლობის შესახებ ვერსიათა უამრავი რაოდენობა არსებობს(მზის სისტემის მშობლები…).
ძველი ასტრონომები თვლიდნენ, რომ სამყარო და მზის სისტემა შეუცვლელი სახით მარადიულად არსებობენ. შუა საუკუნეებში ეს წარმოდგენა შეიცვალა. ჯორდანო ბრუნომ პირველმა ივარაუდა, რომ ვარსკვლავები, მათ შორის მზეც, პლანეტარული სისტემებით არიან გარსშემორტყმულნი, რომლებიც განუწყვეტელ ცვლილებებს განიცდიან. 1745 წელს ფრანგმა მკვლევარმა ბიუფონმა ჰიპოთეზა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც პლანეტების ფორმირებისათის საჭირო მატერია მზიდან გადმოიფრქვა, კომეტასთან შეჯახების დროს. 1755 წელს გერმანელმა ფილისოფოსმა ემანუელ კანტმა გამოთქვა იდეა, მზის სისტემის ცივი და ქაოტურად მოძრავი მტვრის ნაწილაკებისგან გაჩენის შესახებ. 1796 წელს ფრანგმა მეცნიერმა პიერ სიმონ ლაპლასმა მზის სისტემა მბრუნავი, გავარვარებული გაზებისაგან შემდგარი ღრუბლისგან ჩამოაყალიბა. ბოლოს, 1916 წელს ჯეიმს ჯინსმა განაცხადა, რომ პლანეტები მზიური გამოფრქვევების შედეგად გაჩნდნენ, რაც ჩვენი მნათობის მახლობლად სხვა ვარსკვლავის ახლოს მოძრაობით იყო გამოწვეული. თუმცა ყველა ეს თეორია არამართებულად იქნა აღიარებული.
1935 წელს რასელის თეორია გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც, მზე ადრე ორმაგ სისტემას წარმოადგენდა. მჭიდროდ მიახლოებისას კიდევ ერთ ვარსკვლავთან, სისტემის მეორე ვარსკვლავი გრავიტაციის ძალებმა გახლიჩა. 1944 წელს კიდევ ერთი ჰიპითეზა წარმოადგინა: მზის „კომპანიონმა“ ევოლუცია დაასრულა და ზეახლად აფეთქედა(როგორ კვდებიან ვარსკვლავები). მისი გარსის ნარჩნებიდან კი ჩვენი პლანეტარული სისტემა წარმოიქმნა. წინა საუკუნის ორმოციან წლებშივე, საბჭოთა ასტრონომი ოტტო შმიდტი მზის სისტემის ჩამოყალიბებას გაზურ-მტვროვან ღრუბლებს მიაწერდა, რომლებიც გალაქტიკაში მძრაობისას ჩვენმა მნათობა გამოიჭირა. ღრუბლისგან ჯერ მყარი პლანეტოშენადედები წამროიქმნენ, შემდეგ კი პლანეტებად გაერთიანდნენ.
 2011 წელს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტროფიზიკოსებმა მიკაკო მაცუროს ხელმძღვანელობით, აკვირდებოდნენ რა ზეახლის ნარჩენებს(SN 1987A) ჰერშელის სახელობის ორბიტალური ტელესკოპით, მასში მყარი ნაწილაკების უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა ადრე წარმოდგენილ ჰიპოთეზას ამტკიცებს, რომ პირველი ზეახლების აფეთქებები სამყაროს კოსმოსური მტვრით ამარაგებდნენ.
ამასთან ერთად, პროტოვარსკვლავური ღრუბლის შეკუმშისთვის ბიძგი ერთი ან რამდენიმე ზეახლის ახლოს მომხდარ აფეთქებას უნდა მიეცა. სწორდ ზეახლებს უნდა უმადლოდნენ პლანეტები მძიმე ელემენტებით მომარაგებას( ოქროსა და ვერცხლს განსხვავებული ვარსკვლავები ჭედავენ; ზეახალი ვარსკვლავები დიდ ატომებს არ ქმნიან). მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ე.წ. p, s და r-პროცესების – ვარსკვლავსშიგა ნუკლეოსინთეზის ტიპები, მსვლელობისას, რომელთა გარეშეც ნიკელზე მძიმე ელმენტების გაჩენა წარმოუდგენელია, ერთი და იგივე მძიმე ელემენტების იზიტოპების წარმოქმნა ხდება. რაც შეეხება მეტეორიტი „ალენდეს“ იზოტოპურ შემადგენელს, 5 ტონიანი მტეოროიდის დიდ ფრაგმენტში, რომელიც დედამიწაზე 1969 წელს ჩამოვარდა და საუნიუვერსიტეტო კოლეჯის ლაბორატორიაში ინახება, r-პროცესების კვალი იქნა აღმოჩენილი. ამავე დროს მეტეორიტული სხეულის შემადგენელი სხვა მეტეორიტებისგან განსხვავდება. „ალენდე“, ალბათ, უშუალოდ ზეახალს მოსწყდა, ზეახალს, რომელმაც მზის სისტემას დასაბამი დაუდო.
„ალენდე“ იქნებ სხვა სისტემიდან შემოფრინდა? თეორიული გამოთვლების მიხედვით ეს შესაძლებელია. თუმცა, მეტეორიტში ნანახი ჩანართების ნივთიერებების მზის სისტემის კუთვნილება კვლევებით დადგინდა. აქ ის, ჩვენი სისტემის ჩამოყალიბების დასაწყისშივე მოხვდა.
ასე რომ აფთქების თეორიამ, რომელმაც მზის სისტემის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანა, მატერიალური მტკიცებულებაც მიიღო.

2 comments

  1. Ixile saitze radionaxshirbaduli analizi. Ase biologiuri narchenis asaks ad genes, tumca aris patara ganmartebac mag shekitxvaze…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.