ახალი მოწყობილობის საშუალებით ორი კოსმოსური აფეთქება დაფიქსირდა

 მკვლევართა ჯგუფმა PTF13bvn-ად წოდებული გამა-ანთება ახალი ასტრონომიული ხელსაწყოთი(Palomar Transient Factory) შეისწავლა. მეცნიერების მიზანი იყო მეტი გაეგოთ იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობენ პროცესები, რომლებსაც ზეახალი ვარსკვლავის ანთება მოჰყვება ხოლმე(caltech.edu).
iPTF-ის გამოყენებით, ჯგუფმა გამა-ანთების თანმდევი ნათების ზუსტი ადგილმდებარეობა განსაზღვრა, რომელიც კოსმოსურმა ტელესკოპმა „ფერმი“-მ შეამჩნია.
ასტრონომებმა პირველად მიიღეს მონაცემები, რომლებიც გამა-ანთბას Ib-ს ტიპის ზეახლის აფეთქებას უკავშირებენ(ზეახალი ვარსკვლავი). ამ ტიპის ზეახლების ფორმირების საკითხი მეცნიერბს დიდი ხანია აწუხებთ.
მასიური ვარსკვლავებისგან წარმოქნილი ზეახლების მესამედი Ib-ზე მოდის. მათი ფორმირების პროცესის ამხსნელ ყველა თეორიას ორ მასიურ ვარსკვლავს შორის ნივთიერებათა გაცვლა, ვარსკვლავური ქარით, უდევს საფუძველში. ითვლება, რომ Ib-ს ტიპის წინამორბედი ვარსკვლავები ან მასიური ჰელიუმიანი მნათობები არიან, ან ძალიან ცხელი და დიდი ვარსკვლავები, ცნობილინი ვოლფ-რეიეს სახელით.
კვლევის მონაწილე მანსი კასლივალის თქმით, ამ თეორიის შესამოწმებლად აუცილებელია ვარსკვლავის მოძებნა ზუსტად იმ ადგილზე, სადაც Ib-ს ტიპის აფეთქება მოხდა. ასტრონომები მოთმინებით უნდა დაელოდონ, სანამ ზეახალი ნათების შესუსტებას დაიწყებს. თუ ვარსკვლავი თვალთახედვიდან გაქრა, თეორია დამტკიცებულად ჩაითვლება.
ივნისის შუა რიცხვებში ზეახალი იქნა აღმოჩენილი. თანმხლები შემდგომი ნათების კვალის გარეშე. ვარსკვლავი სასწარაფოდ რადიო, რენტგენის, ულტრაიისფერსა და ინფრაწითელ დიაპაზონებში  გადაიღეს, რამაც მეცნიერებს მისი წარმომავლობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისცა.
მონაცემთა დეტალური კვლევით დადგინდა, რომ ის ნამდვილად Ib-ს ტიპს ეკუთვნოდა. აფეთქებამდე ორი კვირით ადრე წინამორბედმა ვარსკვლავმა ელვარების პიკს მიაღწია. „ჰაბლით“ მისი „მშობლის“ კანდიდატურაც გამოვლინდა. შემდგომი დაკვირვებებით დადგინდება, მარტოხელა ვარსკვლავი იყო თუ ორმაგი სისტემა, თუ ვარსკვლავთწარმომქმნელი გროვა.
პროგრამული უზრუნველყოფის ახალი სისტემის საშუალებით კიდევ ერთი გამა-ანთების თანმხლები ნათება იქნა შესწავლილი, სახელად iPTF13bxl.
გამა-ანთებები მასშტაბური აფეთქებებია, ელექტრომაგნიტური ენერგიის უზარმაზარი გამონაფრქვევი. ისინი წამის მეათედებიდან საათამდე შეიძლება გაგრძელდნენ. ყოველ ანთებას დამახასიათებელი შემდგომი ნათება მოსდევს, რომლის დროსაც ენერგიის გამონთავისუფლება შედარებით მოკლე ტალღებზე ხდება, ვიდრე თავდაპირველი აფეთქების დროს. ასეთ შემდგომ ნათებას(ელ.მაგნიტური დიაპაზონის ყველა სპექტრში) „ჰალოს(შარავანდედს)“-საც უწოდებენ.
„ფერმის“ გამა-ტელესკოპის მიერ შემჩნევისთანავე, ასტრონომთა ჯგუფმა თანმხლებ შემდგომ ნათებაზე დაიწყო ნადირობა. ცის თაღზე მისი ზომა სავსე მთვარეზე 360-ჯერ დიდი იყო. უამრავი კანდიდატიდან მეცნიერებს უნდა გამოევლინათ ერთი, რომელსაც „ჰალო“ iPTF13bxl-თან ჰქონდა პირდაპირი კაშირი, რაც დადგინდა კიდეც, ეს არის გამა ანთება GRB130702A.
ჯგუფმა მაგელანის ტელესკოპი ე.წ. შემდგომი ნათების წანაცვლების დასადგენად გამოიყენა, რამაც მათ საძიებელი ადგილის მდებარეობა უკარნახათ, სადაც ზეახლის აფეთქება შეიძლებოდა მომხდარიყო(რა დაინახეს ”ფერმიმ” და ”სვიფტმა”?; უნიკალური გამა-ანთება; ყველაზე ელვარე აფეთქებები სამყაროში; სხვა გამა-ანთებები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.