კომეტა(C/2015 D1), რომელიც 2015 წლის თებერვლის 18 რიცხვიდან 21-ის ჩათვლით მზესთან ახლოს მოძრაობდა, მზისა და ჰელიოსფეროს ობსერვატორიამ(SOHO) გადაიღო(NASA,ESA).
ეს კომეტა ორი მიზეზის გამოა საინტერესო. პირველ რიგში, ის „მრტოხელა“ კომეტაა, არ არის უკვე ცნობილი კომეტების ჯგუფისა თუ ოჯახის წევრი. კომეტათა უმრავლესობა, რომლებსაც SOHO ხედავს, კროიცის(ჰაინრიხ კროიცი) ოჯახს ეკუთვნიან და ითვლება, რომ ყველა მათგანი მრავალი ასწლეულების წინათ დაშლილი გიგანტური კომეტის ფრაგმენტები არიან.
მეორე მიზეზი, რის გამოც ასტრონომები მისდამი დიდ ინტერესს იჩენენ ისაა, რომ კომეტათა უმრავლესობა, რომლებიც SOHO-ს თვალთახედვის არეში ყვებიან, მზესთან მიახლოებას ვერ უძლებენ და ნადგურდებიან(მტვრად ქცეული ISON-ი). ახლად აღმოჩენილმა კომეტამ 3,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუარა მზეს და უვნებელი დარჩა.
„არსებობს შანსი იმისა, რომ ასტრომოყვარულებმა ეს კომეტა უახლოეს მომავალში დაინახონ. თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ მან მაინც ვერ გაუძლოს ჩვენი მნათობის სიმხურვალეს და დაიშალოს“ – ამბობს მზის მკვლევარი კარლ ბათთამსი(Naval Research Lab).
ორბიტაზე გაყვანის დღიდან(1995 წ.), SOHO ნომერ პირველ კომეტებზე მონადირედ იქცა და დღევანდელი დღისთვის აღმოჩენათა რაოდენობა 2875 უტოლდება. მარტოხელა კომეტებს რაც შეეხება, ობსერვატორია მხოლოდ ერთს თუ დაინახავს ხოლმე წელიწადში(ასტრონომები კომეტის განადგურებას აკვირდებიან; მზის მხები კომეტა; კომეტები)
httpv://www.youtube.com/watch?v=DEVy9Y6cI3o