ასტროფიზიკოსების მიერ ჩატარებული გამოთვლებით, ეგზოპლანეტებს – Kepler-56 b და Kepler-56 c, შედარებით მოკლე დროში, თავიანთივე ვარსკვლავი შთანთქავს. პლანეტები არსებობას 130 და 150 მილინი წლის მერე შეწყვეტენ(cfa).
სისტემა, რომელშიც ვარსკვლავი Kepler-56 და მისი პლანეტები Kepler-56 b, Kepler-56 c შედის, დაღმავლობის გზაზე დგას. ამ მომენტისთვის, ვარსკვლავი ოთხჯერ დიდია მზეზე და გაფართოებას განაგრძობს. პლანეტები მის გარშემო 10,5 და 21,4 დღიანი პერიოდებით მოძრაობს, ვარსკვლავიდან 0,1028 და 0,1652 ასტრონომული ერთეულის(1 ა.ე.= 150 000 000 კმ.) მანძილებზე შესაბამიად.
შთანთქმამდე მათ ატმოსფეროებს ვარსკვლავის სიმხურვალე ააორთქლებს, თვითონ პლანეტებზე კი მძლავრი მოქცევითი მოვლენები დაიწყება, რის გამოც ორივე პლანეტა დეფორმირდება(მოქცევები მთვარეზე).
სისტემა Kepler-56-ის პლანეტები 2012 წელს აღმოაჩინეს (როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს), დედამიწიდან 2011 სინათლის წლის მანძილზე. ეს ვარსკვლავი 1,37-ჯერ მძიმეა მზეზე. პლანეტები კი ტიპიური გაზის გიგანტებია, იუპიტერის 0,58 და 0,88 რადიუსებით, შესაბამისად.
პლანეტებს ანომალური დახრილობა გააჩნია ვარსკვლავის ეკვატურული სიბრტყის(ეკლიპტიკის) მიმართ, რაც მესამე პლანეტის, 3,3 წლიანი პერიოდით, არსებობით შეიძლება იყოს განპირობებული. ეს პლნეტა, სავარაუდოდ, შთანთქმას გადაურჩება.
პლანეტების განადგურების თარიღის დადგენა მეცნიერებმა პირველად მოახდინეს. ეს, მზის სისტემის შორეული მომავლის დანახვის საშუალებას იძლევა, როცა მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა და ახლოს მდებარე პანეტებს გადაყლაპავს.