მზის გარშემო ბრუნვისა და ელიფსური ორბიტების გამო, პლანეტებს შორის მანძილი მნიშვნელოვნად იცლება, ამიტომ იცვლება მარსის სახეც. პირისპირდგომა და ყველაზე უფრო ახლოს მოსვლა დედამიწასთან, ივლისის ბოლოს მოხდება. მკაფიო გამოსახულებების ამ მიმდევრობაზე მარსის თანდათანობითი ზრდა არის წარმოდგენილი, იანვრიდან აპრილამდე. ამ დროის განმავლობაში მანძილი მარსიდან დედამიწამდე 284 მილიონი კილომეტრიდან, 129 მილიონ კილომეტრამდე შემცირდა, ხოლო პლანეტის კუთხური ზომა ორჯერ გაიზარდა. წითელ პლანეტამდე ყველაზე უფრო მცირე მანძილი 58 მილიონი კილომეტრი იქნება და მისი ხილული ზომაც კიდევ ორჯერ გაიზრდება, მარჯვენა დაბალ კუთხეში გამოსახულ მარსთან შედარებით. დედამიწის ცაზე ის იუპიტერს გაუწევს კონკურენციას ელვარებაში. მარსის სპირისპირდგომა ყოველ 2 წელიწადსა და 50 დღეში მეორდება. დიდი პირისპირდგომა, ანუ როცა მარსამდე მანძილი მინიმლაური ხდება, ყოველ 15-17 წელიწადში ერთხელ. არის ”უდიდესი პირისპირდგომებიც”, რომელიც 79 წელიწადში ერთხელ მეორდება, ბოლოს იყო 2003-ის 28 აგვისტოს, შემდეგი კი 2082 წელს იქნება. ნუ ენდობით ამ მოვლენასთან დაკავშირებულ მისთიფიკაციებს, რომლებიც ინტერნეტში ნამდვილად გამოჩნდება(მოკლედ მზის სისტემის შესახებ).
მარსი გვიახლოვდება
Posted by
და უკაცრავად იცით რა მაინტერესებს ეხლა ამ პერიოდისთვის მარსის შემჩნევა დედამიწიდა შეუიარაღებელი თვალით როგორც ვარსკვლავებს ვხედავთ შესაძლებელია?
კი. დააყენეთ ანდროიდში Sky Map(უფასოა) და ნახეთ ხოლმე რა ჩანს ცაზე. ჯიპიესი ჩართეთ თან, რომ პროგრამამ კოორიდნატები გაასწოროს.
კარგით მადლობა. უბრალოდ უკვე კარგიხანია ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს ვხედავ რომელიც სხვებთან შედარებით ძაან მკაფიოდ ციმციმეს თნაც მოყვითალოდ, ადრე ცოტა მოშორებით იყო ეხლა თითქო კიდე უფრო ახლოდან ციმციმებსო და ძაან მკაფიოდ. ცოტა სულელურად ჟღერს ალბათ მაგამ ვფიქრობდი რო შესაძლებელია მარსი ყოფილიყო. ://
ახალა ასეთია მიმდევრობა პლანეტების აღმოსავლეთიდან დასავლეთით – სატურნი, იუპიტერი, მთვარე და მასთან ახლოს ვენერა. მოგვიანებით(საათს ვგულისხმობ) კი აღმოსავლეთით პირველი იქნება მარსი ამ სიაში, კარგი წითელი შეფერილობით.
უკაცრავად მე გახლავართ 5 ბ კლასის მოსწავლე მზეო ბერუაშვილი მარსიდან დედამიწამდე რამდენი მილიონი კილომეტრია?
მოგვძებნეთ ფეისბუკში – ასტრონომიის მოყვარულთა ჯგუფი. მანძილი იცვლება მზის გარშემო მძრაობასთან ერთდ, მინიმუმი – 55,76 მლნ.კმ, მაქსიმუმი – 401 მლნ.კმ. გამოიყენეთ ხომე ვიკი და გუგლი, ეს განვითარებაშიც დაგეხმარებათ. წარმატებები 🙂