იუპიტერის პირისპირდგომა – მარტის მთავრი ასტრონომიული მოვლენა

 2016 წლის 8 მარტს, იშვიათი ასტრონომიული მოვლენა მოხდება – იუპიტერის პირისპირდგომა. ამ მოვლენათა შორის ინტერვალი 13 თვეს შეადგენს. იუპიტერი, მზიდან მეხუთე და მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა. შეუიარაღებელი თვალით მისი მოძებნა ადვილია, თუმცა მისი ზოლებიანი ატმოსფეროს დასათვალიერებლად ოპტიკური მოწყობილობა დაგჭირდებათ. პირისპირდგომისას, პლანეტა, მზე-დედამიწის შემაერთებელი ხაზის გაგრძელებაზე აღმოჩნდება ხოლმე და ზუსტად მზის საპირისპირო მხარეს ჩანს ჩვენი პლანეტიდან.

Jupiter-opposition-2016

 8 მარტის ღამეს, იუპიტერამდე მანძილი 664 მილიონ კილომეტრი იქნება, რაც ღამის ცის ელვარებით მესამე ობიექტად აქცევს მას, მთვარისა და ვენერას მერე. ბინოკლის საშუალებით, მასთან ახლოს ოთხი პატრა „ვარსკვლავიც“ გამოჩნდება, იუპიტერის ოთხი თანამგზავრი – იო, ევროპა, განიმედე და კალისტო.

 მარტის პირისპირდგომისას, ლომის თანავარსკვლავედში მოძრავი იუპიტერი, ქალწულის თანავარსკვლავედის საზღვართან ახლოს, ჰორიზონტის მიმართ ყველაზე უფრო მაღალ წეტილს შუაღამეს დაიკავებს.

 ე.წ. დიდი პირისპიდგომა 12 წელიწადში ერთხელ ხდება, როცა იუპიტერი თავისი ორბიტის პერიჰელიუმის(მზესთან უახლოესი წერტილი ორბიტაზე) წერტილთან ახლოსაა. ამ დროს, დედამიწელი დამკვირვებლისთვის იუპიტერის კუთხური ზომა 50 კუთხურ წამს უტოლდება, ხოლო ელვარება, -2,9 m-ს. იუპიტერის წინა დიდი პირისპირდგომა 2010 წლის შემოდგომაზე იყო, ხოლო მომდევნო, 2022 წლის 26 სექტემბერს იქნება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *