პლანეტა დედამიწაზე 1938 წლის 31 ოქტომბერი იყო, მასზე მარსელების გადმოსხმის მომდევნო, სრულიად მშვიდი დღე. ინფორმაცია შემოჭრის შესახებ, ჰელუინისთვის მომზადებული, ცნობილი რადიოდადგმის ნაწილი იყო, ჰერბერტ უელსის რომანის მიხედვით – ”სამყაროთა ბრძოლა”. მარსზეც, 2014 წლის 20 ოქტომბერს სიმშვიდე იყო, ანუ კომეტა საიდინგ-სპრინგთან მაქსიმალურად მიახლოების მომდევნო დღეს. ეს არ არის მისტიფიკაცია, კომეტამ მართლაც 140 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაუარა მარსს, რაც დედამიწა-მთვარეს შორის მანძილის მესამედს შეადგენს. დედამიწიდან გაგზავნილი კოსმოსური აპარატები და მარსმავლები, ორბიტაზე და ზედაპირზე, მიახლოებასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე არაფერს გადმოსცემენ. მზის სისტემის კიდედან მოსულ სტუმარზე დასაკვირვებლად მათ ყველაზე უფრო ხელსაყრელი ადგილები ეკავათ. მომდევნო დღის მარსის ფოტო 2 გრადუსზე მეტი ზომის მონაკვეთს იკავებს ცაზე. ცისფერი ვარსკვლავი გველისმჭერის 51 ზედა მარჯვენა კუთხეში მოჩანს, ცენტრში კი მარსის ელვარე ჰალოდან ახლახანს გამოსული საიდინგ-სპრინგი.
მარსის მომდევნო დღე
Posted by