მარსის ატმოსფეროს ზედა ფენების კვლევით მიღებული მონაცემების მიხედვით (Science), იონების (იონიზაცია) კოსმოსში გაქცევის სიჩქარე, მზიური ანთებების დროს იზრდება. 2015 წლის 8 მარტს, მზეზე მომხდარი კორონალური ამოფრქვევისას, MAVEN (მარსის ატმოსფეროსა და აქროლადი ნივთიერებების მკვლევარი)-მა ფარადეის ეფექტი დააფიქსირა (პოლარიზაციის სიბრტყის მაგნიტური ბრუნვა), რომელიც პლანეტის ზედაპირიდან ხვეულების სახით 5000 კილომეტრის სიმაღლემდეა წაგრძელებული. როცა ამოფრქვეულმა ნაკადმა მარსს მიაღწია, პლანეტის ატმოსფეროს იონებმა ამ ხვეულებში დაიწყო მოძრაობა, პირველ რიგში O2+ და CO2+. იმის გამო, რომ მზის სისტემის წარსულში ეს ამოფრქვევები უფრო ხშირად ხდებოდა, სწორედ ის შეიძლება ჩაითვალოს მარსის ატმოსფეროს განადგურების მიზეზად.
MAVEN-მა წითელი პლანეტის ატმოსფეროში ”ჩაყვინთა”, სადაც ნახშირორჟანგის, არგონისა და აზოტის ნაზავი აღმოაჩინა, ასევე ჟანგბადის მოულოდნელად დიდი რაოდენობა. ამ ელემენტთა შემცველობა, ზედაპირიდან 200 კილომეტრის სიმაღლეზე ყოველი ჩაყვინთვის მერე, განსხვავებული იყო, რაც გრავიტაციისა და ქარის ზემოქმედებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
მარსი. ულტრაიისფერი დიაპზონი (MAVEN,NASA).
რაც შეეხება ახლახანს აღმოჩენილ მოცისფრო ციურ ნათებას. მასა და დედამიწის პოლარულ ნათებას ერთი წარმოშობა აქვს, თუმცა, იქაური ატმოსფეროს ნათება არა მაგნიტური ველის პოლუსებთან ხდება, არამედ პლანეტის ქერქის ნარჩენი მაგნეტიზმით (ცისფერი დაისი წითელ პლანეტაზე) არის გაფანტული და ერთგვაროვნად განაწილებული ატმოსფეროში.
ასტროფიზიკოსებმა სხვადახვა სიმაღლეზე მტვრის ნაწილაკების განაწილების ანალიზიც მოახდინეს (150-დან 1000 კილომეტრამდე). პლანეტაზე მიმდინარე არცერთ პროცესს ამხელა სიმაღლეზე მტვრის ატანა არ შეუძლია, როგორც ჩანს, MAVEN-მა პლანეტათშორისი ნაწილაკები დააფიქსირა.
გარდა ამისა, ჟურნალ Geophysical Review Letter-ში, 44 ცალკეული სტატია გამოქვეყნდა, რომლებშიც უფრო წვრილმანი, თუმცა, მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული, რომელთა შესახებ ინფორმაცია MAVEN-ის დახმარებით იქნა მიღებული (კიდევ მისია MAVEN-ის შესახებ).