31 ივლისის პირისპირდგომისას, დედამიწასა და მარსს შორის მანძილი 57,6 მილიონ კილომეტრამდე შემცირდა. ეს გამოსახულება კი მოახლოების დღიდან ერთი კვირის მერე იქნა გადაღებული. მარსის ხილული ზომა მაქსიმალურად გაიზარდა, თუმცა მაინც, სავსე მთვარის კუთხურ ზომაზე 74-ჯერ მცირე იყო. ზედაპირის დეტალები ისევ გამოჩნდა, რადგან წითელ პლანეტაზე მობობოქრე ქვიშის ქარიშხალი უკვე წყნარდება(მტვრიანი “სელფი”). ნათელი სამხრეთ პოლარული ქუდი ქვედა ნაწილში ჩანს, მარინერის ხეობა კი დისკოს ცენტრს მიუყვება. მის ქვეშ წრიული სოლის ლაკუსია, მას მარსის თვალსაც უწოდებენ. ერთ ხაზზე განლაგებული სამი მუქი ლაქა, ცენტრიდნ მარცხნივ, თარსისის ვულკანური მთებია(თარსისი – კატასტროფის მიზეზი; მარსი).
მარსთან ახლოს
Posted by