ლუტეცია პლანეტოშენადედი აღმოჩნდა

 ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ლუტეცია პლანეტოშენადედს წარმოადგენს – ობიექტს, რომლებისგანაც შორეულ წარსულში პლანეტები ფორმირდებოდნენ. ამის შესახებ ერთბაშად სამი სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Science-ში. მოკლედ კი ამის შესახებ  ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA)ს ოფიციალური გვერდი წერს.

 დასკვნა, აპარატ “როზეტადან” მიღებული მონაცემების ანალიზის შემდეგ გაკეთდა. აპარატი ასტეროიდს 2010 წლის ივლისში მიუახლოვდა – 3162 კილომეტრი, ასტეროიდის ზომებია 132/101/76-ზე კმ. ამ დროს “როზეტა” 15კმ/წმ. სიჩქარით მიოძრაობდა.

 პირველადი ანალიზით დადგინდა, რომ ასტეროიდი მტვრის სქელი ფენითაა დაფარული(დაახლოებით 600კმ.). ახლა კი მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, თუ რა იმალება ამ ფენის ქვეშ – ეს არის სხეული სიმკვრივით 3,4 გრამი კუბურ სანტიმეტრზე, რაც 1,5-2-ჯერ მეტია დანარჩენი ასტეროიდების სიმკვრივეზე. ბირთვის მასის დასადგენად გამოყენებული იქნა დოპლერის დამატებითი ეფექტი, რომელიც “როზეტას” ტრაექტორიაში წარმოქმნილი შეშფოთებებია გამოწვეული ასტეროიდის გრავიტაციული ძალის აპარატზე ზემოქმედებით.

ლუტეცია.


მთვარის, პლუტონის, ცერერას, ვესტას, მატილდასა და ლუტეციას ზომების შედარება. ამ ორ უკანასკნელთან ახლოს, ადრე, საპლანეტათშორისო თანამგზავრებმა იფრინეს(NASA).

 ასტრონომებმა ასევე დაადგინეს, რომ ასტეროიდის სხვადასხვა რეგიონებს განსხვავებულ ასაკი აქვთ(3,6 მილიარდიდან 50-60 მილიონ წლამდე), ხოლო მის ზედაპირზე არის რამდენიმე ასეული მეტრის ზომის ქვები. ასტროფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ასტეროიდულ სარტყელში არსებულ ობიექტებთან მრავალრიცხოვანი შეჯახებებითაა გამოწვეული, ანუ ლუტეციას ამჟამინდელი ფორმა მკვეთრად განსხვავდება მისი პირვანდელი ფორმისაგან.

 ამ ყველაფრის გათვალისწინებით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ლუტეცია პლანეტოშენადედია, ანუ პლანეტარული ჩანასახი, რომელსაც ოდესღაც სფერული ფორმა ჰქონდა.

 აპარატი “როზეტა” 2004 წელს გაუშვეს. მისი მთავარი სამიზნე იყო მოკლეპერიოდიანი კომეტა 67P/ჩურუმოვ-გერასიმენკო. ზონდი მას 2014 წელს მიუახლოვდება. ლუტეციას კვლევა, რომლითაც მეცნიერებმა ბევრი ახალი ფაქტი აღმოაჩინეს, აპარატის მეორეხარისხოვან ამოცანად ითვლებოდა(კომეტებზე მონადირენი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.