HH-222: ნისლეული ჩანჩქერი

 რამ შექმნა ეს ჩანჩქერის მსგავსი ნისლეული? ჯერჯერობით, არავინ იცის. სტრუქტურა, რომლის დანახვა ნისლეულ  NGC 1999-ის ფარგლებში, ორიონის მოლეკულური ღრუბლების დიდ კომპლექსში შეიძლება, ცის ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ სტრუქტურად ითვლება. კატალოგში HH-222-ის სახელით შეტანილი, ეს გრძელი და ლამაზი ნაკადი 10 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული და ფერების უჩვეულო ნაკრებს შეიცავს. ერთი ჰიპითეზის მიხედვით, ეს გაზის ძაფები ახალგაზრდა ვარსკვლავების გამოსხივებით (ქარით) ჩნდება, რომლებიც მეზობლად მდებარე მოლეკულურ ღრუბლებს ეჯახება. ამით შეიძლებოდა ახსნა იმისა, თუ რატომ უკავშირდება ჩანჩქერი და სხვა უფრო პატარა სტრუქტურები ერთ საერთო ნათელ წერტილს, თუმცა, უჩვეულოდ არასითბურ რადიოწყაროს, რომელიც სურათის მარცხენა ზედა ნაწილში მდებარეობს. მორე ჰიპოთეზა ამტკიცებს, რომ რადიოწყარო ორმაგ სისტემაში მდებარეობს, რომელიც გავარვარებული (ექსტრემალები) თეთრი ჯუჯის, ნეიტრონული ვარსკვლავის ან შავი ხვრელისგან შედგება და ჩანჩქერი მხოლოდ და მხოლოდ ამ სისტემიდან ამოფრქვეული ნივთიერებების გროვაა. თუმცა, ასეთი სისტემები, როგორც წესი, რენტგენის მძლავრი გამოსხივებით გამოირჩევა, რომელიც ამ შემთხვევაში არ დაიმზირება. ასე რომ, ეს პრობლემა დღემდე არაა გადაწყვეტილი. შესაძლებელია, კარგად დაგეგმილმა მომავალმა დაკვირვებებმა და დედუქციურმა განსჯამ, ნათელი მოჰფინოს ამ გაზის კონის საიდუმლოს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.