რატომ არის ჩვენი მზე ასე აქტიური ახლა? ზუსტად არავინ იცის. ზედაპირული აქტივობის ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენი მნათობი აქტიურობის ციკლის მაქსიმუმს უახლოვდება. თუმცა, გასულ თვეში მზეზე უფრო მეტი ლაქა იყო, ვიდრე ნებისმიერ თვეში მთელი გასული 11-წლიანი ციკლის განმავლობაში და კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ თვეში 2002 წლიდან. სურათი აწყობილია NASA-ს მზის დინამიკის ობსერვატორიის მიერ, იანვრიდან ივნისამდე ყოველ დღე გადაღებული სურათებით. მზის ციკლი გრძელდება, ლაქები კი, ჩვეულებრივ, ეკვატორთან ახლოს ჩნდება (კორიოლისის ძალა). ლაქები, მზის ზედაპირის აქტივობის მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა, სხვებია აფეთქებები და კორონალური მასის გამოდევნა, რასაც მთელს მზის სისტემაში ნაწილაკების ნაკადის, იგივე მზის ქარის წარმოქმნა ახლავს თან. ეს ქარი უარყოფითად მოქმედებეს ასტრონავტებზე და ელექტროტექნიკაზე, ამიტომ მზის ზედაპირის თვალყურის დევნება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ესთეტიკური ღირებულება. თუმცა, თავად მზის აქტივობას შეიძლება ჰქონდეს შესამჩნევი ესთეტიკური ეფექტიც – შთამბეჭადვი პოლარული ციალი (კიდევ მზის შესახებ).
ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია გააკეთოს მსგავსი ფოტო ან ვიდეო (Astronet.Ge) – როგორ გადავიღოთ მზე. ნუ შეხედავთ მზეს სპეციალური ჩამაბნელებელი ფოლტრის გარეშე !!!