ზოგიერთი მეცნიერი(მაგალითად, სთივენ ჰოქინგი) და მეცნიერ-ფანტასტი გვაფრთხილებს, რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტმა, კატასტროფული შედეგები შეიძლება მოგვიტანოს. ამის გამო, კოლუმბიის უნივერსიტეტელმა ორმა ასტრონომმა, ცნობისმოყვარე თვალისგან დედამიწის დაცვის ხერხი წარმოადგინა – ლაზერის სხივი.
დევიდ ქიფინგისა და მისი თანაავტორის აზრით, დედამიწის ჩრდილით მზის ნათებაში ჩავარდნების დასაფარავად, უცხოპლანეტელთა თვალისმაგვარი ორგანოებისკენ, ლაზერის სხივი უნდა მივმართოთ. უჩინმაჩინი ლაზერის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია: წელიწადში დაახლოებით 10 საათის განმავლობაში, 30 მეგავატი სიმძლავრის ლაზერის სხივი უნდა გავუშვათ, უცხო ცივილიზაციის თვალთახედვაში მოქცეული მზის წინ დედამიწის გავლისას. ლაზერი ელვარების კომპენსაციას მოახდენს, ხოლო მისთვის საჭირო ენერგია, 40 მაღალსართულიანი სახლისთვის საჭირო ენერგიას გაუტოლდება.
უფრო უკეთესი შენიღბვისთვის შეგვიძლია გამოვოყენოთ ლაზერი, რომელიც მზის მიერ გამოსხივებული ყველა ტალღის იმიტირებას მოახდენს. ასეთ შემთხვევაში ლაზერის სიმძლავრე 250 მეგავატს გაუტოლდება.
”ამ ხერხით, დედამიწის ბიოსიგნატურის დამალვაც შეიძლება, ან პირიქით, საკუთარი თავის გაცემა, თუ სიგნალს ზედამეტად ხელოვნურ ხასიათს შევძენთ” – ამბობს ქიფინგი.
სხვა ცივილიზაციებს, თუ ისინი არსებობენ, თავში იგივე იდეა შეიძლება მოუვიდეთ. ”ჩვენ სერიოზულად გვაქვს გადაწყვეტილი ”კეპლერის” მიერ გადმოცემული მონაცემების ასეთი თვალსაზრისით გაანალიზება”- დასძენს ქიფინგი(დედამიწა – იშვიათი გამონაკლისი…).
ამასობაში, უცხოპლანეტელების ძიება სულ უფრო აქტიური ხდება, SETI-იმ სათვალთვალო ვარსკვლავების რიცხვს კიდევ 20 000 წითელი ჯუჯას ტიპის ვარსკვლავი მიამატა(”უცხოპლანეტელების მოძებნა თუ გვინდა, ჩვენი თავი მათ ადგილზე უნდა დავაყენოთ”; უცხოპლანეტელთა კოსმოსური ნაგებობები…; ძებნა გრძელდება….