ასტრონომებმა ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტადან წყლის ორთქლის ინტენსიური ამონაფრქვევი დააფიქსირეს.
მათ დაადგინეს, რომ ყოველ წამში კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკო სივრცეში აფრქვევს წყალს, რომელიც დაახლოებით ორი ჭიქა წყლის მოცულობის ტოლფასია – 350 მილილიტრი წამში. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში კომეტა, ოლიმპიური აუზის შესავშებად საჭირო წყლის რაოდენობას დაკარგავს წელიწადში. მეცნიერთა თქმით, მზესთან მიახლოებასთან ერთად ამონაფრქვევის რაოდენობა გაიზრდება.
ხსენებული ორთქლი პირველად ამ კომეტის საკვლევად შექმნილმა აპარატმა „როზეტამ“ დააფიქსირა, როცა მათ შორის მანძილი 350 ათას კილომეტრს, ხოლო კომეტასა და მზეს შორის მანძილი 583 მილიონ კილომეტრს შეადგენდა. 2014 წლის ივნისის ბოლოსთვის „როზეტა“, მასზე არსებული დასაშვები ზონდით „ფილი“, მარსსა და იუპიტერს შორის მოძრაობდნენ.
ობიექტი მცირე პერიოდიანი კომეტაა, მზის გარშემო ბრუნვის 6,6 წლიანი პერიოდით. აღმოაჩინა კლიმ ჩურიუმოვმა(უკრაინა) 1969 წლის 23 ოქტომბერს, სხვა კომეტის – 32P/კომას სოლის ფოტოფირფიტებზე, რომლებიც სვეტლანა გერასიმენკომ ალმა-ათას ობსერვატორიიდან გადაიღო. ჩურიუმოვ – გერასიმენკოს კომეტის ტრაექტორიის გამოთვლით დადგინდა, რომ მისი ორბიტა არაერთხელ შეიცვალა. 1959 წლამდე კომეტის პერიჰელიუმი დაახლოებით 2,7 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენდა. იუპიტერის გრავიტაციული ზემოქმედებით ეს მანძილი 1,29 ა.ე-მდე შემცირდა. მასა დაახლოებით 3.14х1012-ს კილოგრამს უტოლდება, ხოლო ბირთვის დიამეტრი დაახლოებით 4 კილომეტრს.
კომეტადან ამოფრქვეული წყლის კვლევა გრძელდება. ამით კომეტური ნივთიერებების ევოლუცია და ამოფრქვეული გაზების კომეტის მძრაობაზე ზეგავლენის შესწავლა ხდება. „როზეტადან“ გადმოცემული მონაცემები მზის სისტემის ევოლუციური პროცესების ასახსნელად და დედამიწაზე წყლის წარმომავლობის დასადგენად არის საჭირო(რატომ არ აორთქლდა დედამიწის წყალი?; “მიწიერი” წყალი კომეტაზე; მისია „როზეტა“;კომეტებზე მონადირენი; უცხო კომეტები, როგორც ჩვენები).
ელვარება რამდენი აქ???ან რა მანძილზეა თუ იცი.
დაივიწყე, თუ ძლიერი ტელესკოპი არ გაქვს;)