1982 წლიდან, ფრანგი ფიზიკოსის ალენ ასპეს(სამყარო ჰოლოგრამაა?!) მიერ დაწყებული ე.წ. ბელის უტოლობის შემოწმების ექსპერიმენტები უკვე მეოთხედ საუკუნეს ითვლიან. 1964 წელს ცერნში(1) მომუშავე ირლანდიელმა ფიზიკოსმა ჯონ ბელმა ლოკალური რეალიზმის ექსპერიმენტულად შემოწმების იდეა წამოაყენა, რომელსაც ალბერტ აინშტაინი ყველა აზრიანი ფიზიკური თეორიის აუცილებელ ატრიბუტად თვლიდა. აინშტაინი ამბობდა, რომ ფიზიკური სისტემის ნებისმიერი გაზომვადი პარამეტრები, გაზომვის აქტამდე, მთლიანად სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული და მათზე რაიმე შორეული მოვლენები ზემოქმედებას ვერ მოახდენენ, თუ ისინი წინასწარ რაიმე სიგნალებით არ გამოავლენენ თავს, ამ სიგნალების სიჩქარე კი არ უნდა აღემატებოდეს სინათლის სიჩქარეს. აინშტაინის თვასაზრისით, ფიზიკური აღწერის რეალიზმი პირველი მოთხოვნიდან გამომდინარეობს, ხოლო მეორედან – ლოკალურობა(მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ).
პირველად ბელი მიხვდა, რომ ლოკალური რეალიზმის პრინციპი მკაცრ ექსპრიმენტულ შემოწმებას უშვებს. მან ფუნდამენტური მნიშვნელობა დაამტიკცა თეორემისა, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ ამ პრინციპის შესაბამისად, კორელაცია გაზომვად ფიზიკურ სიდიდეებს შორის, გარკვეულ თანაფარდობებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომლებსაც ახლა ბელის უტოლობებს უწოდებენ. დროთა განმავლობაში, თეორიულ ფიზიკაში გაჩნდა მიმართულება, რომელიც ამ თეორემის ახალი ვარიანტებისა და აქედან გამომდინარე უტოლობების ძებნას მიეძღვნა.
ბელის თეორემის ქსპერიმენტული შემოწმება ტექნიკური სიძნელეების გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. მხოლოდ 1982 წელს პარიზის უნივერსიტეტის ასპირანტმა, ამჟამად საფრანგეთის უმაღლესი პოლიტექნიკური სკოლის აკადემიკოსმა ალან ასპემ, ერთმანეთთან დაკავშირებული სინათლის კვანტების წყვილთა პრეციზიული ცდები ჩაატარა, რომლებმაც ბელის უტოლობათა დარღვევის დემონსტრირება მოახდინეს(იზომებოდა ამ კვანტების წრფივი პოლარიზაცის მიმართულებები). მოგვიანებით, ანალოგიური ცდები სხვა ფიზიკოსებმაც ჩაატარეს, თან არა მარტო ფოტონებზე და იგივე შედეგები მიიღეს.
საბოლოოდ, ფიზიკოსთა შორის გაჩნდა აზრი, რომ კვანტური ობიექტები, კლასიკური ობიექტებისგან განსხვავებით, არ უშვებენ მათ აღწერას თეორიებით, რომლებიც ერთდოულად, რეალიზმისა და ლოკალურობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ(კვანტური მექანიკის შემოწმებაში კვაზარები დაგვეხმარებიან).
ბელის თეორემისა და მისი გვიანი მოდიფიკაციების ექსპრიმენტულმა შემოწმებებმა, კვანტური მექანიკით რეალობის აღწერის სიღრმისეული ინტერპრეტაციის პრობლემა ვერ გადაჭრა, პირიქით, ახალ დონეზე აიყვანა იგი. თუ კვანტური თეორიები ვერ იქნებიან რალისტურებიც და ლოკალურებიც ერთდროულად, მაშინ რა გამომდინარეობს აქედან? კვანტურ მექანიკაში შესაძლებელია თუ არა ლოკალურობის შენარჩუნება, თუ მსხვერპლად რეალიზმს გავიღებთ, ან პირიქით, თუ ლოკალურობა იქნება მსხვერპლი(ანუ აკძალვა სინათლეზე სწრაფად მოძრაობის შეახებ)? თუ, უფრო შორს უნდა წავიდეთ, უარი უნდა ვთქვათ რეალიზმზეც და ლოკალურობაზეც? ან, რაც გამორიცხული არაა, ეს არჩევანი გემოვნების საკითხი უნდ აიყოს(შროდინგერის კატა; კვანტური არარეალობა: რაშია ჭეშმარიტება?)?
იმისათვის, რომ გავიგოთ, რამდენად ეწინააღმდეგება ეს დასკვნები ჩვენს ჩვეულ წარმოდგენებს, ასეთი კლასიკური ანალოგია უნდა მოვახდინოთ: გამყიდველი მყიდველს ეუბნება, რომ რამდენიმე კონკრეტული მარკის ღვინოს შეთავაზება შეუძლია, ოღონდ ბოთლების იარლიყებზე არსებული წარწერების წაკითხვა კი არა. ექსპერიმენტატორები მენციერების ისეთ პოსტულატებზე უარის თქმასაც კი არ გამორიცხავენ, როგორებიცაა არისტოტელეს ლოგიკა ან წარსულზე ზემოქმედების შესაძლებლობა(ტახიონები მომავლიდან; ობიექტივით კვანტურ სამყაროში).