კადრში მეტეორიტი მოხვდა

ადამიანთან ძალიან ახლოს მოძრავი მეტეორიტი ვიდეოკამერით პირველად იქნა დაფიქსირებული.

 2012 წელს გადაღებულ ვიდეოზე, რომელზეც ნორვეგიელი ”სქაიდაივერის” ნახტომია აღბეჭდილი, ექსპერტების გაოცება გამოიწვია. შენელებული ჩვენებითა და გადიდებული კადრებით დადგინდა, რომ სქაიდაივერის გადმოხტომის დროს მასთან ახლოს მეტეორიტის ფრაგმენტმა ჩაიქროლა. ადრე ეს მომენტი ვერავინ შეამჩნია(ნორვეგიაში მეტეორიტი სახლს დაეცა; არსებობს თუ არა ბოლო ხანს ჩამოვარდნილი ასტეროიდების შესახებ ინფორმცია და სურთები?).

 ჩანაწერი ნორვეგიელმა ფიზიკოსმა პოლ ბრეკემ შეისწავლა, რომელიც თვლის, რომ ვიდეოზე სწორედ მეტეორიტის ფრაგმენტია დაფიქსირებული. ამ მეტეორიტის ტრაექტორიისა და სიჩქარის გამოთვლით, მეცნიერმა დაცემის სავარაუდო ადგილიც დაადგინა.

 უკვე ორი წელი გავიდა, თუმცა მეტეორიტის ძებნა მაინც გრძელდება. მასში ნერვეგიელი გეოლოგების ჯგუფიც ჩაერთო(კიდევ ერთი ცეცხლოვანი ბურთი შტატების თავზე; რა დაეცათ რუსებს თავზე?; პოლონეთში უზარმაზარი მეტეორიტი იპოვეს; უცნაური მეტეორიტი დიდი ბრიტანეთის თავზე; საფრანგეთში კერძო ბინას მეტეორიტი დაეცა).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=jfEdEIwhj6s

One comment

  1. დადგინდა, რომ ეს არა მეტეორტის ფრაგმენტია, არამედ კენჭი, რომელიც სანაპიროზე პარაშუტის დაკეცვისას მოხვდა მასში…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.