ურანის უჩვეულო ორიენტაცია მზის სისტემის სხვა პლანეტების მიმართ, დიდი ხანია გამოცანას წარმოადგენს(Phys.org). მისი ბრუნვის ღერძი თითქოს გვერდზეა წამოწოლილი მზის გარშემო ამ პლანეტის მიმოქცევის სიბრტყის(ეკლიპტიკა) მიმართ. ამის გამო, პლანეტა მონაცველობით ხან პოლუსებით, ხან ეკვატორითა და შუა განედებით არის მიბრუნებული მზისკენ. მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც დარემის უნივერსიტეტის ასტრონომების, ეიმსის კველევითი ცენტრის(NASA), ვაშინგტონის უნივერსიტეტის, ლოს ალამოსის ნაციონალური ლაბორატორიისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტებისგან შედგებდოა, თვლის, რომ პლანეტის უჩვეულო ორიოენტაციის მიზეზის ახსნა შეძლო.
ურანი უნიკალური პლანეტაა. მისი ეკვატორის სიბრტყე, ორბიტის მიმართ 97,86 გრადუსით არის დახრილი – ანუ რეტროგრადულად ბრუნავს,” გვერდზე წამოწოლილი, ოდნავ ქვემოთ თავით”. ”ვოიაჯერ 2”-მა აღმოაჩინა, რომ ურანის მაგნიტური ველი პლანეტის გეომეტრიულ ცენტრს არ ემთხვევა და ღერძის მიმართ 59 გრადუსით არის გადახრილი. გარდა ამისა, ის მზის სისტემის ერთად-ერთი პლანეტაა, რომლის ბირთვიდან სითბური გამოსხივება არ ამოედინება. ასევე, სატურნის მსგავსად, აქვს სუსტად გამოხატული რგოლებიც.
ჩატარებული კომპიუტერული მოდელირებით დადგინდა, რომ ასეთ მეტამორფოზას სხვა უფრო დიდ სხეულთან შეჯახება თუ გამოიწვევდა. ბრუნვის ღერძის დახრილობის ცვლილება კი სულ რაღაც რამდენიმე საათში მოხდებოდა, ამბობენ მკვლევარები(მეცნიერების განახლებული ინტერესი ურანისა და ნეპტუნის მიმართ).
სრულიად შესაძლებელია, რომ ურანს შეჯახებული ობიექტი ისევ მზის სისტემის კუთვნილებაა, ოღონდ ისეთ წაგრძელებულ ორბიტაზეა, რომ მისი შემჩნევა დედამიწიდან ვერ ხერხდება(ორი შორეული ასტეროიდი და მეცხრე პლანეტა). შეჯახება 3-4 მილიარდი წლის წინათ მოხდებოდა, მანამდე, სანამ ურანთან დიდი თანამგზავრები ჩამოყალიბდებოდა. იმ მომენტისთვის, პლანეტას კარგად გამოხატული პროტოპლანეტური დისკო შემოფარგლავდა, რომლისგანაც მისი მთვარეების ფორმირება მოხდა. ახლანდელი დახრილობის მიღების მერე, მან თავისი 5 დიდი თანამგზავრიც დახრილ ორბიტაზე გადაიყვანა. ამ ცვლილებებს პლანეტის ყინულოვანი გარსიც შეეძლო წარმოექმნა, რაც წიაღიდან ამოსული სითბოს ეკრანირებას ახდენდა(ურანის საშუალო ტემპერატურა -216 გრადუსს უტოლდება).
საბოლოო დასკვნის გაკეთება ადრეა. რაც ურანზე ვიცით, მხოლოდ ”ვოიაჯერ 2”-ის დახმარებით, რომელმაც ამ გაზის გიგანტთან 1986 წელს იფრინა. მიზანმიმართული მისიები, ურანის ყველა გამოცანის ამოხსნის საშუალებას მოგვცემს(კიდევ ურანის შესახებ).