ურანის ღერძი ერთი შეჯახების შედეგად არ გადახრილა

 ურანს თავისი ღერძი მზის სისტემის გამორჩეულ პლანეტად აქცევს. ადრე ითვლებოდა, რომ ურანის ასეთი უცნაურობა ერთმა დიდმა შეჯახებამ გამოიწვია, თუმცა ახალი კვლევები ამ დასკვნას უარყოფენ.

ანომალური ამინდი ურანზე

  აი ასე გამოიყურება ურანი: სქელი, მოძრავი ატმოსფერო, სადაც ქარების სიჩქარეები 900 კმ/სთ. აღწევენ. ასეთი უმძლავრესი ქარიშხლები დედამიწაზე რომ ამოვარდნილიყვნენ, მთლიან კონტინენტებს გაანადგურებდნენ. ტემპერატურა კი -220 გრადუსია ცელსიუსით.