ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა, 47 დღის განმავლობაში 1,6 ათასი სწრაფი რადიოანთება (FRB) აღმოაჩინა, რომლებიც ერთი და იგივე წყაროდან მოვიდა (nature).
FRB – რამდენიმე მილიწამიანი რადიო იმპულსებია, რომელთა ენერგია შეიძლება შევადაროთ იმას, რასაც მზე ათეულობით ათასი წლის განმავლობაში ასხივებს. 2007 წლიდან დაწყებული, მეცნიერები ცდილობენ გაიგონ სად და როგორ ჩნდება ეს უძლიერესი იმპულსები, რისთვისაც ისინი მძლავრ რადიოტელესკოპებს იყენებენ (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ). პირველი ასეთი განმეორებადი წყარო, 2020 წელს იქნა დაფიქსირებული, მელაკუდას თანავარსკვლავედში მდებარე მაგნიტარი – ნიტრონული ვარსკვლავი უძლიერესი მაგნიტური ველით (კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები).
ტელესკოპ FAST (ხუთასი მეტრის აპერტურის მქონე სფერული ტელესკოპი. ჩინეთი)-ის ტესტირებისას, რომელიც მსფოლიოს ყველაზე დიდი თეფშის ფორმის რადიოტელესკოპია, ჩინელმა, გერმანელმა და აშშ მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ერთად-ერთი განმეორებადი FRB სიგნალების წყაროს – FRB 121102, რომლის ადგილმდებარეობაც ასევე ზუსტად არის ცნობილი, სიგნალების ნაკადის სიხშირე იზრდება. 2019 წლის 29 აგვისტოდან, 29 ოქტომბრის ჩათვლით, 1652 რადიოანთება იქნა დაფიქსირებული, მთლიანობაში 60 საათიანი ხანგრძლივობით. ერთხელ, საათში 122 იმპულსი გამოსხივდა, რაც ყველაზე უფრო მაღალი მნიშვნელობაა მსგავსი მოვლენისთვის.
FRB 121102-ის რადიო სპექტრის გახმოვანება.
“იმპულსთა ამ ნაკრების სრული ენერგია, მაგნიტარის შესაძლებლობების მხოლოდ 3,8 პროცენტია. ვერც პერიოდულობა იქნა აღმოჩენილი, რაც იმას ნმიშნავს, რომ ეს მაგნიტარი ვერ იქნება იზოლირებული კომპატქური ობიექტი” – ამბობს ჩინეთის ნაციონალური ობსერვატორიის თანამშრომელი, კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, ვან პეი.
2015 წლისთვის…
სწრაფი რადიოანთებების (fast radio bursts, FRB) სახელით ცნობილი კოსმოსური სიგნალები, რომელთა ბუნება დღემდე გაურკვეველი რჩება, კიდევ უფრო იდუმალი გახდა, როცა ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს, თუ რა მანძილიდან მოვიდა ისინი. უფრო მეტიც, მეცნიერებმა მოიყვანეს არგუმენტები, რომლებიც ამ სიგნალების ხელოვნურობისკენ მიუთითებს – დედამიწისეული ან უცხო ცივილიზაციის. FRB (ერთეული იმპულსები რამდენიმე მილიწამის ხანგრძლივობით) არც თუ ისე დიდი ხნის წინ სრულიად შემთხვევით, 2007 წელს აღმოაჩინეს, რადიოტელესკოპებით მიღებული არქივების გადათვალიერების დროს. მოგვიანებით ჩატარებული გამოთვლების მერე დადგინდა, რომ ამ მცირე დროში ხდებოდა ენერგიის გამოფრქვევა, რომელსაც ჩვენი მზე ერთი თვის განმავლობაში ასხივებს.
კვანტური ორბიტები
მკვლევარებმა გადაწყვიტეს დაედგინათ, თუ რა მანძილებიდან მოდიოდა ეს მოკლე ანთებები. ამისათვის მათ სტანდარტული მეთოდი გამოყენეს ე.წ. – დისპერსიის მაჩვენებელი, რომელიც სხვადასხვა სიგრძის ტალღების კოსმოსური სივრცის არაერთგვაროვან გარემოში გავრცელების სიჩქარეზე არის დაფუძნებული, როცა დამუხრუჭება იქ გაბნეულ ელექტრონებთან შეჯახებით ხდება. მეცნიერები იმ ფაქტმა გააოგნა, რომ, როგორც აღმოჩნდა, მათ მიერ გაზომილი ყველა დისპერსიული მაჩვენებელი რიცხვ 187,5-ის ჯერადი აღმოჩნდა. თუ საკუთარ თვალებსა და რადიოტელეკოპებს დაუჯერებენ, ასტროფიზიკოსებს ისე გამოუვიდათ, რომ ყველა ამ უჩვეულო სიგნალის წყარო ჯერადი მანძილებით არის ერთმანეთისგან დაშორებული, როგროც კვანტურ ორბიტებზე მოძრავი ელექტრონები ბორის ატომში.
შეუძლებელი შესაძლებლობები
რადიოტალღებს ასხივებენ პულსარებიც, თუმცა არა ასეთი სიმძლავრის და არც დისკრეტული მანძილებით არიან დაშორებული. ერთად-ერთი, რაც ზემკვირვი ვარსკვლავების სასარგებლოდ შეიძლება მეტყველებდეს არის ის, რომ მათი ფიზიკა ჩვენთვის ბოლომდე გაუგებარია და ანუ – ყველაფერზე შეიძლება ვიფიქროთ. ირმის ნახტომის შიგნით, სიგნალების გაბნევის მაჩვენებლი 32-დან 48-მდე მერყეობს, აქ კი ასეულობითჯერ მეტ მნიშვნელობებზეა საუბარი – 375-დან 1687,5-მდე. შესაძლებელია, სიგნალის გრძელტალღოვანი ნაწილის დამუხრუჭებას ირმის ნახტომში მოქმედი ჩვენთვის უცნობი ფაქტორები იწვევს.
ვერც სადაზვერვო თანამგზავრებს დავადანაშაულებთ. სასაცილოა, მაგრამ ე.წ. პერიტონების წყარო ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელი აღმოჩნდა. თუ მიკროტალღური ღუმელი გარკვეულ ადგილზე, რადიოტელესკოპთან ახლოს მდებარეობს და მისი კარები გაცხელების დამთავრებამდე გავაღეთ, ის ზუსტად პერიტონის მსგავს ”რადიოძახილს” უშვებს, ეს ძახილი კი რადიოტელესკოპს ”ესმის”. თუმცა, სწრაფი რადიოიმპულსების მსგავსი სიგნალების გამოშვება მიკროტალღურ ღუმელს არ შეუძლია. აქედან და სხვა თავისებურებებიდან გამომდინარე, მეცნიერები თვლიან, რომ სიგნალები არამიწიერი და არაგალაქტიკური წარმოშობისაა.
ზეცივილიზაციების სუპერშუქურები
უკვე, ზეცივილიზაციის საკომუნიკაციო ქსელის აღმოჩენაზეც ალაპარაკდნენ, ან ე.წ. შუქურებზე, რომლებიც მთელ სამყაროშია მიმობნეული და საგალაქტიკათშორისო ნავიგაციას წარმოადგენს (ეუფ 🙂 ). რაღა თქმა უნდა, ეს ე.წ. სუპერშუქურები ზეცივილიზაციამ დააყენა, ჩვენ არც ასეთი სიმძლავრის სიგნალის გამოსიხვება შეგვიძლია და არც გალაქტიკებს შორის სამოგზაური ტრანსპორტი გაგვაჩნია. მთვარეს ვერ გავშორებულვართ.
ნებისმიერ შემთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ
ვიღაცები ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან. შორეულ ვარსკვლავთან არსებულ უცხო ცივილიზაციას სინათლის სხივის 99% სიჩქარით ჩვენთან მოფრენა შეუძლია? როცა კოსმოსური ხომალდი რელატივისტურ სიჩქარეს მიუახლოვდება, რელიქტური გამოსხივების ფოტონებთან დაიწყებს ურთიერთქმედებას. მეცნიერთა აზრით, რელატივისტური ხომალდის მოძრაობა მიკროტალღური ფონური (რელიქტური) გამოსხივების გაბნევის სურათს მოგვცემს. ამ სიხშირული წანაცვლების დანახვა კი ჩვენს ასტრონომიულ მოწყობილობას არ გაუჭირდება. თუ ისეთებიც (ისეთი ოხრები:) არიან, რომლებსაც სინათლეზე მეტი სიჩქარით შეუძლიათ გადაადგილება, მაშინ მათი ვიზიტის შესახებ ვერც ვერაფერს გავიგებთ (კიდევ FRB-ს შესახებ).