ჩაიხედეთ მუდმივად ჩრდილში მოქცეულ კრატერებში, ნახეთ, სად მდებარეობს მტვრით დაფარული მთვარემავალი და დასაშვები მოდული “აპოლონ 17”, დაათვალიერეთ მთვარის ჩრდილოეთ პოლუსი.
NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრმა ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა, რომელიც LRO (მთვარის ორბიტული მზვერავი)-ს მიერ 9 წლის განმავლოაბში გადმოცემულ მონაცემებს ეფუძნება. წარმოდგენილი ვიდეოს გარჩევადობა 2011 წელს გამოქვეყნებულზე რამდენიმეჯერ მეტია; გარდა ამისა, დამატებულია მთვარის პოლარული რეგიონები.
მოგზაურობა იწყება მთვარის ხილული ნახევარსფეროს დასავლეთ ნაწილიდან, აღმოსავლეთ “ზღვის” მიმართულებით, სადაც ამ ბუნებრივი თანამგზავრის მუდმივად განათებული და მუდმივად ბნელი ნაწილები ხვდება ერთმანეთს. მისია GRAIL (2012)-ით მიღებული მონაცემების დამატებით (ზონდები GRAIL – ახალი მონაცემები მთვარის შესახებ), მთვარის შინაგანი სტრუქტურის შესახებ კიდევ უფრო მეტს ვგებულობთ; წითლად ნაჩვენებ ადგილებზე გრავიტაციის ძალა განსაკუთრებით ძლიერია, ანუ იქ შედარებით მკვრივი მასებია თავმოყრილი.
შემდეგ მოდის სამხრეთ პოლუსი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცივი ადგილი მზის სისტემაში (-238°C). ბაცი-ცისფრით ამ ადგილის ყველაზე უფრო ცივი წერტილებია ნაჩვენები. ვიზუალიზირებულია მუდმივად ჩრდილში მოქცეული 21 კილომეტრის დიამეტრისა და 4 კილომეტრის სიღრმის შექლთონის კრატერი.
კრატერი ტიხო, არისტარქეს პლატოზე (შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს დედამიწიდან), ტავრ-ლითროვის ვაკე, სადაც 1972 წელს, ასტრონავტები იუჯინ სერნანი და ჰარისონ შმიდტი დასეირნობდნენ, ბოლო ადამიანები მთვარეზე. LRO-ს გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ასტრონავტების მიერ დატოვებული დასაშვები მოდული და მთვარემავალი. ბოლოს, მთვარის ჩრდილოეთ პოლუსის ხედი.