რადიაციის უჩვეულო წყარო პატარა მაგელანში

 მეცნიერთა ჯგუფმა, ირმის ნახტომის მეზობელ ჯუჯა გალაქტიკაში – მაგელანის პატარა ნისლეული, 2000 წლის წინ აფეთქებული ზეახლის ნარჩენი აღმოაჩინა, სუსტი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავით მასში.

 MUSE(მრავალფუნქციური სპექტროსკოპი/ESO).

 ევროპის სამხრთული ობსერვატორიის ძალიან დიდ ტელესკოპზე(VLT) დაყენებული ინსტრუმენტის – MUSE, საშუალებით, სისტემაში – 1E 0102.2-7219 გაზის უჩვეულო რკალი გამოვლინდა(დიდი ტელესკოპების ერა). ის ნელა ფართოვდება და აფეთქებისგან დატოვებულ გაზ-მტვროვან ქსელში მიიკვლევს გზას.

ძალიან დიდი ტელესკოპის შემადგენელი ოთხი ტელესკოპი(ანთუ, კუზენი, მელიპალი, იეპუნი), რვა მეტრიანი სარკეებით. MUSE ოთხივე ტელესკოპიდან მოსულ სიგნალებს აერთიანებს(ESO).

 მასიური ვარსკვლავები ზეახლად აფეთქებით ასრულებენ ევოლუციას(როგორ კვდებიან ვარსკვლავები). აფეთქების ადგილზე კი ერთმანეთში ჩახლართული ცხელი გაზისა და მტვრის ბოჭკოსებრი სტრუქტურა რჩება, რომელსაც ზეახლის ნარჩენს უწოდებენ. ამ ტურბულენტურ წარმონაქმნებში, მძიმე ელემენტების გადანაწილება მიმდინარეობს(როგორ გაჩნდა ქიმიური ელემენტები?), რომლებიც მასიური ვარსკვლავის წიაღში იქნა სინთეზირებული. სწორედ ამ ნარჩენებზე აღმოცენდება შემდეგ ახალი ვარსკვლავები და პლანეტები, ჩვენი მზეც მეორადი ვარსკვლავია(მზის სისტემამდე რა იყო აქ?).

 იზოლირებულ ნეიტრონულ ვარსკვლავებს სუსტი მაგნიტური ველით, ჩვეულებრივ, ათ კილომეტრზე ცოტა მეტი ზომა აქვს, ხოლო მათი მასა მზისას აჭარბებს. ითვლება, რომ სამყაროში უამრავი ასეთი ვარსკვლავია, მათი აღმოჩენა კი ძნელია, რადგან მხოლოდ რენტგენში ასხივებენ.

 ”ჩანდრა”, რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ორბიტული ტელესკოპი(NASA).

 1E 0102.2-7219-ის გაზის ქსელი მწვანე ფერით არის წარმოდგენილი. წითელი რგოლი, ბნელი ცენტრით, MUSE-თი გადაიღეს. ცისფერი და მეწამული ფერით კი რენტგენში მასხივებელი დეტალებია ნაჩვენები, რომლებიც ორბიტულმა ”ჩანდრამ” გადაიღო. ცისფერი წერტილი წითელი რგოლის ცენტრში – ირმის ნახტომის გარეთ პირველად იდენტიფიცირებული ნეიტრონული ვარსკვლავია სუსუტი მაგნიტური ველით(ESO/NASAESA and the Hubble Heritage Team (STScI/AURA)/F. Vogt et al.).(კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები; ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება; ზეახალი ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.