მაგელანის პატარა ნისლეულის საიდუმლო

 მეცნიერები ჯუჯა გალაქტიკა – მაგელანის პატარა ნისლეულის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ, რომელშიც ქიმიური ელემენტი ლითიუმის მცირე რაოდენობაა.

მაგელანის პატარა ნისლეული

პორტუგალიელ მოგზაურ ფერდინანდ მაგელანს და მის მეზღვაურებს ქონდათ საკმარისი დრო სამხრეთი ცის დასათვალიერებლად, მოგზაურობდნენ რა პირველად კაცობრიობის ისტორიაში დედამიწის გარშემო. ციური მარგალიტები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანან სამხრეთ ნახევარსფეროში, მაგელანის დიდი და პატარა ნისლეულები უწოდეს. ამჟამად ცნობილია, რომ ეს ღრუბლები არიან უფორმო პატარა გალაქტიკები – ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის თანამგზავრები. მაგელანის პატარა ნისლეული ზომით 15 ათასი სინათლის წლისაა და ასობით მილიონ ვარსკვლავს შეიცავს. ის დედამიწიდან 210 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული ტუკანის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

საინტერესო ფაქტები მაგელანის ნისლეულების შესახებ

 ირმის ნახტომის გალქტიკა-თანამგზავრები საიდუმლოებებითა და გამოცანებით არიან მოცულნი, რომელთა ამოხსნასაც მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ.