”ვენერა ექსპრესი”(ვენერას ორბიტალური მზვერავები) საშიში ექსპერიმენტისთვის ემზადება, რომელიც მისთვის საბოლოო შეიძლება აღმოჩნდეს. აპარატი ვენერას ატმოსფეროს ზედა ფენებში ჩაყვინთავს და მონაცემებს დდამიწაზე გამოაგზავნის. თუ მან ორბიტაზე დაბრუნება შეძლო, ამ წლის ბოლოს მაინც ვენერას ატმოსფეროში დაწვა ელოდება.
„ვენერა-ექსპრესი“- ევროპის კოსმოსური სააგენტოს საპლანეტათშორისო ავტომატური სადგურია. სტარტი კოსმოსდრომ ბაიკანურიდან 2005 წლის 9 ნოემბერს აიღო, ხოლო ვენერას ორბიტაზე 2006 წლის 11 აპრილს გავიდა(„მარს-ექსპრესი“ ამ აპარატის პროტოტიპია). მისი სამუშაო 500 დღით იყო განსაზღვრული, თუმცა ეს ვადა, აპარატის ფუნქციონალურობის შენარჩუნების გამო, რამდენიმეჯერ გაიზარდა. სპექტრომეტრული კვლევებისა და რუქების შედგენის გარდა, გადაიღო სამხრეთ პულუსის ფოტოები და მის თავზე ატმოსფერული ბნელი „ორმო“აღმოჩინა, ისეთივე, როგორიც ჩრდილოეთ პულუსის თავზეა. პროექტზე 300 მილიონი ევრო დაიხარჯა.
ვენერას ზედაპირის ტემპერატურა 450 °C უტოლდება, ხოლო ატმოსფერო, სუნთქვისათვის უვარგის, საკმაოდ სქელ გაზურ ნარევს წარმოადგენს. ინფრაწითელ დიაპაზონში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ოდესღაც, მის ზედაპირზე წყლის ოკეანე არსებობდა, ხოლო პლანეტის ქერქის ტქტონიკური ბაქნები დედამიწეულებს ჰგვანან.
ვენერა, როგროც დედამიწაც, ატმოსფეროს ნაწილს განუწყვეტლივ კარგავს. ”ვენერა ექსპრესმა” აღმოაჩინა, რომ ”გაქცეულ” ატომთა შორის ორჯერ მეტი წყალბადია, ვიდრე ჟანგბადი, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ პლანეტის ატმოსფეროში წყლის მოლეკულის დაშლა მიმდინარეობს(რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?).
დღეისათვის დედამიწაზე არსებული წყლის მთლიანი მოცულობა 100 000-ჯერ მეტია, ვიდრე ვენერაზე. მათი თითქმის ერთნაირი ზომებისა და ფორმირების დროიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ საწყის ეტაპზე ერთნაირი სინოტივე ჰქონდათ.
”ვენერა ექსპრესის” კამერებმა ვენერას ატმოსფეროში ბევრი, დედამიწისთვის დამახასიათებელი წარმონაქმნები დააფიქსირეს, მათ შორის გიგანტური ქარიშხალი სამხრეთ პოლუსზე, ასევე გოგირდ მჟავას ატმოსფეროში მომხდარი ელექტრული განმუხტვები(რა აღმოაჩინა ”ვენერა ექსპრესმა”).
მაგათ მაგივრად მე მენანება ხოლმე მაგ აპარატების განადგურება 🙁