მოგეხსენებათ, NASA-ს მისიამ – ” კეპლერი”, კიდევ ერთი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, რომელიც სიცოცხლისთვის ვარგის ზონაში იმყოფება, ანუ ის, მისი დედავარსკვლავიდან ისეთი მანძილით არის დაშორებული, რომ მასზე თხევადი წყლის არსებობისთვის ხელსაყრელი ტემპერატურაა. პლანეტა 1400 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული და მზის მსგავსი, G2 ტიპის ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. მას კეპლერ-452b უწოდეს, მეტსახელიც შეარქვეს — „დედამიწა 2.0“ და დედამიწის „ბიძაშვილადაც“ კი მონათლეს. ამ აღმოჩენით, დედამიწის მსგავსი ცბონილი ეგზოპლანეტების რიცხვი, სადაც შესაძლებელია სიცოცხლე არსებობდეს, 1030-მდე გაიზარდა, თუმცა კეპლერ-452b იმით არის გამორჩეული, რომ ის ყველაზე ახლოსაა დედამიწის ზომებთან და დედამიწაზე 60%-ით დიდია, ანუ დღემდე აღმოჩენილებს შორის ყველაზე პატარაა.
კომენტარი აღმოჩენასთან დაკავშირებით, ვატიკანის წარმომადგენელმა, მამა ხოსე ფიუნესმა გააკეთა, რომელიც რომის პაპის საზაფხულო რეზიდენციაში არსებული ობსერვატორიის დირექტორიცაა. ამ ობსერვატორიიდან სამყაროზე დაკვირვება 1528 წლიდან მიმდინარეობს.
ვატიკანის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს გაზეთში(L’Osservatore Romano) გამოქვეყნებულ სტატაში, მამა ფიუნესი არ უარყოფს, რომ ”მეორე დედამიწაზე” სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მოაზროვნეც. ანუ, არ ვართ მარტონი სამყაროში. პაპის მთავარ ასტრონომს მსგავს თემებზე არა ერთჯერ უსაბრია.
ვატიკანის ობსერვატორია.
2008 წელს, იმავე გაზეთში, ფიუნესის სტატია გამოჩნდა – ”უცხოპლანეტელი ძმები”, რომელშიც ის ამბობს, რომ რწმენა ღმერთისა და მოაზროვნე უცხოპლანეტელების არსებობისა არ ეწინააღმდდგება ერთმანეთს. უცხოპლანეტელები არსებობენ. მათ შორის, კიდევ უფრო მეტად განვითარებულებიც. ისინიც უფალმა გააჩინა, რომელიც ყველასათვის ერთია სამყაროში.
მესიის მოვლენასთან დაკავშირებით, მოაზროვნე ძმებთან და დებთან, ფიუნესმა აზრი შეიცვალა. როგორც ჩანს, არიზონელი ასტრობიოლოგის მოსაზრება გაითვალისწინა, რომელიც ამბობდა, რომ მოაზროვნე უცხოპლანეტელების აღმოჩენის ფაქტი, ბევრ თეოლოგიურ პრობლემას გააჩენს. ქრისტიანებს სწამთ, რომ იესო დედამიწაზე დელფინებისა და ნეანდერტალელების გადასარჩენად არ მოსულა, მით უმეტეს რაღაც უცხოპლანეტელების, ის, კაცობრიობის გადასარჩენად მოვიდა, ამბობდა ასტრობიოლოგი. თუ ისინი არსებობენ, მაშინ იესოების რიცხვიც უნდა გაიზარდოს, თითო მესია, თითო დასახხლებულ პლანეტაზე. ან უნდა მოვიგონოთ მიზეზი, თუ რატომ დაიმსახურა კაცობრიობამ უფლის განსაკუთრებული ყურადღება.
დიდი აფეთქებაც ღმერთმა მოაწყო
რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ, გამოდიოდა რა ქადაგებით წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, გაახმოვანა უფლის როლი სამყაროს შექმნის საქმეში.
პაპმა განაცხადა, რომ სამყარო არ არის გარემოებათა დამთხვევის პროდუქტი, ”როგორც ზოგიერთნი გვარწმუნებენ”. ”ზოგიერთები”, ბენედიქტეს აზრით, რა თქმა უნდა მეცნიერები არიან, რომლებიც დიდი აფეთქების თეორიის მცველებად გამოდიან. ეს თეორია მან შეზღუდულად გამოაცხადა, რადგან დიდი აფეთქებით ”რეალობის ჭეშმარიტი ბუნების ახსნა შეუძლებელია”.
”სამყაროს სილამაზე, მის იდუმალებაშია, მის სიდიადესა და რაციონალურობაში… ჩვენ, მხოლოდ, შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, ცისა და დედამიწის შემოქმედისკენ ვიაროთ” – განაცხადა პონთიფიკოსმა. ამით მან მიგვითითა, რომ დიდი აფეთქება სწორედ რომ ღმერთმა მოაწყო. ასე შეძლო ბენედიქტემ კრეაციონისტებისა და ევოლუციონისტების შერიგება(მეცნიერება და კრეაციონიზმი: მარადიული ბრძოლა), ისე, რომ არც შემოქმედი დავიწყებია და არც კოსმოლოგია უარყვია(ვატიკანი უცხოპლანეტელებით ინტერესდება; „მორწმუნე პარაზიტები“; შოთა რუსთაველის კოსმოლოგია).