ვარსკვლავის კოლაფსის მოდელირება – 500 ტერაბაიტი და მხოლოდ 200 მილიწამი

 მეცნიერებს საკუთარი თვალით არ შეუძლიათ ნახონ ის, რაც ვარსკვლავის წიაღში მაშინ ხდება, როცა მნათობი კოლაფსირებს და ზეახლად ინთება(როგორ კვდებიან ვარსკვლავები). რთული მათემატიკური მოდელები, რომლებიც ზოგჯერ განსაცვიფრებელ შედეგებს იძლევიან, ხსენებული პროცესების ”დანახვის” ირიბი მეთოდებია.

 რა ხდება ვარსკვლავის ზედაპირზე კოლაფსის დროს უფრო მარტივად გასაგებია, რადგან ეს მოვლენები სამყაროს სხვადასხვა კუთხეებში შესაშური პერიოდულობით ხდებიან და მათი დანახვა ტელესკოპებითა და სხვა ასტრონომიული ხელსაწყოებით არის შესაძლებელი. ვარსკვლავური მატერიის მასისა და ენერგიის ურთიერთქმედება წიაღში, გარკვეულ კვალს ზედაპირზეც ტოვებს, რაც მეცნიერებს თეორიებისა და მათემატიკური მოდელების შექმნის საშუალებას აძლევს.

 არსებული თეორიებისა და ზოგიერთი ირიბი მონაცემების გამოყენებით, ფილიპ მოსტამ და ქრისტიან ოთმა, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, დეტალური მათემატიკური მოდელი შექმნეს ვარსკვლავისა, რომელიც ძალიან სწრაფად ბრუნავს და ძლიერი მაგნიტური ველი გააჩნია, მყოფი კოლაფსიდან აფეთქებაზე გადასვლის მომენტში.

 მოდელირებას, ვირტუალურ სამგანზომილებიან სივრცეში, სრული შესაძლებლობის გამოყენება დასჭირდა სუპერკომპიუტერისა, რომელსაც 20 ათასი გამოთვლითი ბირთვი გააჩნია. გენერირებული იქნა მონაცემთა 500 ტერაბაიტი, რომლებიც დროის 200 მილიწამიან ინტერვალს მოიცავდნენ. მიუხდავად ამისა, ამ მოდელირების შედეგმა აჩვენა, რომ ვარსკვლავის ბირთვში მატერიის ვიბრაცია შეიძლება წარმოიქმნას, რომლებიც მნათობის ბრუნვის ღერძის გარშემო ვრცელდებიან. ამ ვიბრაციებს კოლაფსის დამუხრუჭება და აფეთქების შეჩერებაც კი შეუძლიათ(ზეახალი ვარსკვლავები დიდ ატომებს არ ქმნიან).

 იგივე მოდელირების უფრო ძლიერ სუპერკომპიუტერზე ჩატარება, კვლევის შემდეგი ნაბიჯი იქნება, გარჩვადობის მეტი შესაძლებლობითა და მეტი ხანრგძლივობით, რაც არსებული თეორიების დამტკიცებას ან უარყოფას მოახდენს, ან სულაც ახალ თეორიებს გააჩენს(დეტონაცია ;ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ).

 httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=3sZmvbtIi1I

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.