მეცნიერებმა ახალგაზრდა პლანეტა-გიგანტი აღმოაჩინეს, ვარსკვლავიდან რეკორდულ მანძილზე – 80 ასტრონომული ერთეული(hubblesite). პლანეტა დედამიწიდან 176 სინათლის წლის მანძილზე, წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ჰიდრას TW-სთან მდებარეობს. ვარსკვლავის ასაკი დაახლოებით 8 მილიონი წელია, რაც ვარსკვლავური ევოლუციის(ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა) ჩარჩოებში ძალიან მცირეა, რაზეც ჰიდრას TW-სთან მდებარე გაზურმტვროვანი დისკოც მეტყველებს. ”ჰაბლით” გადაღებული ახალი ფოტოებით გაირკვა, რომ დისკო არაერთგვაროვანია: მასში ცენტრიდან 80 ა.ე-ს მანძილზე რკალური ფორმის სიცარიელე შეიმჩნევა.
შედარებისთვის, ნეპტუნის ორბიტის რადიუსი 30 ა.ე-ს(1 ა.ე. = 150 000 000 კმ, მანძილი დედამიწიდან მზემდე) უტოლდება. დისკოში არსებული სიცარიელე, მეცნიერთა აზრით, პლანეტა-გიგანტის გაჩენაზე მეტყველებს, 6-დან 28-მდე დედამიწის მასით, რომელმაც თავისი ორბიტის ფარგლებში მდებარე მთელი მატერია შეაგროვა. დღეისათვის მიღებული განსაზღვრებით, ტერმინი ”პლანეტა” ეწოდება იმ ობიექტებს, რომლებსაც ასტეროიდებისა და პლუტონის მაგავრი ობიექტებისგან განსხვავებით, გაზურმტვროვან დისკოში გაიშვიათებათა რკალების წარმოქმნა შეუძლიათ.
პლანეტა, რომლის პირდაპირი გადაღება ჯერჯერობით არ მომხდარა, ან სუპერდედამიწების კლასს ეკუთვნის, ან ყინულოვან გიგანტებს. ვარსკვლავიდან დაშორება, მასა, ასაკი და გარშემო მტვრის სქელი ღრუბლების არ არსებობა ასტრონომების წინაშე რთულ ამოცანას წამოჭრის: პლანეტა ან იშვიათი გამონაკლისია, ან მათი ფორმირების ტრადიციული მოდელებია არასრულფასოვანი. თეორია, რომლის მიხედვითაც პლანეტა, ვრსკვლავის შემომფარგლავი მტვრის ნაწილაკების შეწებებით იზრდება, ასეთ მოკლე ვადაში ციური სხეულის წარმოქმნას უბრალოდ არ უშვებს. პლანეტის სწრაფ გაჩენას მხოლოდ გრავიტაციული არასტაბილურობის მოდელი წინასწარმეტყველებს. მიწისზედა და მომავლის ტელესკოპების(”ჯეიმს უები”) გამოყენებით მეცნიერები დაადგენენ, თუ რომელი მოდელისთვის უფრო არის თავსებადი ახალი აღმოჩენა.
ვარსკვლავიდან ყველაზე შორს მდებარე ეკზოპლანეტა
Posted by