ელექტროსტატიკური იალქანი

 მზის სისტემის კიდეებისკენ სწრაფად თუ გინდათ იმოგზაურთ, მაშინ ჰელიოპაუზისკენ სწრაფად გადაფრენის ელექტროსტატიკური სისტემით(HERTS) უნდ ადაინტერესდეთ, რომლის მუშაობის პრინციპის შემოწმება ახლა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, 100 ასტრონომიული ერთეულის(15 მილიარდი კილომეტრი) დასაფარავად, 10-15 წელი იქნება საჭირო. ”ვოიაჯერ 1”(სად არის ”ვოიაჯერ 1”?), რომელიც დედამიწიდან ყველაზე შორს მდებარე ხელოვნური აპარატია, ჰელიოპაუზასთან მისაახლოებლად 35 წელი დასჭირდა(რაც კენტავრის ალფასკენ გასაგზავნი მისიის შესახებ გაინტერესებდათ…). HERTS, გაუმჯობესებული ელექტროსტატიკური იალქნით იქნება აღჭურვილი, შემდგარი 1 მილიმეტრის სისქისა და 20 კილომეტრი სიგრძის, უამრავი რაოდენობის დამუხტული გამტარებისგან. წარმოქმნილი ელექტროსტატიკური განზიდვის ძალა, მზის ქარის შემადგენელში არსებულ სწრაფად მოძრავ პროტონებს აირეკლავს და რეაქტიულ გამწევ ძალას წარმოქნის. სინათლის ამრეკლი მზიური იალქნისგან(ლაითსეილ – А; SUNJAMMER: მსოფლიოში ყველაზე დიდი მზიური იალქანი) განსხვავებით, ელექტროსტატიკური იალქანი, გარე პლანეტებისკენ მოგზაურობისას, მზიდან შორსაც შეძლებს აჩქარებას(ძრავის ყველაზე ხანგრძლივი ტესტირება დასრულებულია; NASA–ს ახალი პლაზმური ძრავი VASIMR მარსზე 30–40 დღეში ჩაგვიყვანს; თერმობირთვული “იკარუსი”; ხომალდი დრო-სივრცის დეფორმაციის ძრავით).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=m2DqzNkcLiE

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.