SUNJAMMER: მსოფლიოში ყველაზე დიდი მზიური იალქანი

 ამერიკელებმა კონსტრუქციის ნაწილი გამოსცადეს ახალი აპარატისა(Gizmag), რომელიც 2015 წელს ჩვენი მნათობის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად გაემგზავრება.

 НАСА-მ, კორპორაცია L’Garde-მ და კომპანია Space Services-მა, Sunjammer-ის კონსტრუქციის ნაწილი გამოსცადეს. ეს არის იალქანი, რომელიც აჩქარებას მხოლოდ ჩვენი მნათობის გამოსხივების ხარჯზე მიიღებს.

 აქამდე მხოლოდ ორი იალქნის გაშლა მოხერხდა წარმატებულად. პირველად რუსულ ხომალდზე ”Прогресс М-15” 1993 წლის 24 თებერვალს. მეორედ იაპონელებმა ივაჟკაცეს: 2010 წელს ორბიტაზე აპარატი ”იკაროსი” გაიყვანეს, რომლის იალქანის ფართობი 200 კვადრატული მეტრი იყო, ხოლო სისქე 7,5 მიკრომეტრი(NASA-ს პირველი იალქანი).

 Sunjammer-ი ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე დიდი მზიური იალქანი იქნება: ფართობით 1 200 მ2, ”იკაროსზე” ექვსჯერ დიდი. სპეცილური წყობით დაკეცილი, ის ჭურჭლის სარეცხი მანქანის ზომის კონტეინერში იქნება მოთავსებული, მისით 32 კილოგრამი, რაც კაპტონის გამოყენებით მოხერხდა – უთხელესი პოლიამიდური ლენტით, რომელიც კომპანია DuPont-მა შექმნა.

ialqani Sunjammer 2 დედამიწაზე ჩატარებული ექსპერიმენტის მსვლელობისას(”ლა-გარდი”, კალიფორნია,ა.შ.შ.) იალქნის მეოთხედი გაშალეს. დედამიწის გრავიტაციისა და ჰაერის წინაღობის პირობების გათვალისწინებით, ინჟინრები თვლიან, რომ კოსმოსური უწონობისა და უჰაერობის პირობებში გახსნის პრობლემა არ ქინება.

 Sunjammer-ის კოსმოსში გაგზავნა 2015 წლისთვის არის დაგეგმილი. აჩქარება, რომელსაც მზისგან მიიღებს, ძალიან მცირეა. თუმცა, 1 მილიმეტრიც კი წამში, ერთი კვირის მერე 1 კმ/წმ-ად გადაიქცევა, ხოლო ნახევარ წელიწადში მზის სისტემიდან გასვლისთვის საკმარისი. იალქნის მდგომარეობის ცვლილება სამკუთხედის ფორმის ე.წ. ”მოსახვევი ნიჩბებით” მოხდება.

 სავარაუდოდ, Sunjammer-ის იალქანი პირველ ლაგრანჟისეულ(L1) წერტილზე იქნება გაყვანილი, სისტემაში მზე-დედამიწა, რომელიც ოპტიმალური ადგილია მზეზე დაკვირვებისთვის. შემეცნებითი მისიის გარდა, აპარატი კიდევ ერთ დავალებას შეასრულებს: მის ბორტზე კოსმოსური არქივი იქნება – სხვადასხვა ჩანაწერებით, აუდიო და ვიდეო ფაილებით(„ვოიაჯერის“ ოქროს ჩანაწერი…).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=A4kSeu4cbWI

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.