ყველაზე უფრო მცირე დროის ინტერვალად პლანკისეული დრო ითვლება, რომელიც დაახლოებით 10-43 წამს უტოლდება. ეს ზღვრული სიდიდე გვეუბნება, რომ ორი მოვლენა ამაზე უფრო ნაკლები დროის შუალედით ვერ იქნება გამოყოფილი. ახალი კვლევით, ფიზიკოსებმა დაასკვნეს, რომ დროის უმოკლესი ინტერვალი, პლანკისეულზე რამდენიმე რიგით მეტი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ფიზიკოსებმა მოახდინეს დემონსტრირება იმისა, რომ ასეთი მინიმალური დროის არსებობა კვანტური მექანიკის ბაზურ განტოლებებს ცვლის და რადგან კვანტური მექანიკა უმცირესი მასშტაბების ფიზიკურ სისტემებს აღწერს, ეს, ყველა კვანტურ-მექანიკური სისტემების აღწერილობასაც შეცვლის.
პლანკისეული დრო იმდენად მცირეა, რომ არ ჩატარებულა ისეთი ექსპერიმენტი, რომელიც ახლოს მაინც მივიდოდა მის პირდაპირ შემოწმებასთან – ყველაზე უფრო ზუსტი გაზომვები 10-17 წამიან ინტერვალს აღწევს.
მიუხედავად ამისა, პლანკისეულ დროს მძლავრი თეორიული მხარდაჭერა აქვს, კვანტური გრავიტაციის მიმართ მიდგომით – სიმების თეორიის(როდის შეიქმნება ”ყველაფრის თეორია”?), მარყუჟებიანი კვანტური გრავიტაციისა და პერტურბატიული კვანტური გრავიტაციის გამოყენებით. ყველა ეს მიდგომა ვარაუდობს, რომ პლანკისეულ მანძილზე მოკლე მანიძილის, ასევე, პლანკისეულ დროზე მოკლე დროის გაზომვა შეუძლებელია, რადგან პლანკისეული დრო არის ინტერვალი, რომლის განმავლობაშიც სინათლის ფოტონი პლანკისეულ მანძილს გადის ვაკუუმში(მოკლედ კვანტური გრავიტაციის პრობლემის შესახებ).
მეცნიერებმა ძველი საკითხიც გაიხსენეს: დრო წყვეტილია(დისკრეტული) თუ უწყვეტი?
დროის დისკრეტულობის დასამტკიცებლად წყალბადის ატომის სპონტანური ემისიის(გამოსხივება) სიჩქარის გაზომვა შეიძლება გამოვიყენოთ. გაუმჯობესებული კვანტურ-მექანიკური განტოლება ემისიის სხვაგვარ ტემპს წინასაწარმეტყველებს, ვიდრე ჩვეულებრივი განტოლება, განუსაზღვრელობის დიაპაოზონის ფარგლებში. წარმოდგენილი ეფექტები ნაწილაკებისა და არასტაბილური ბირთვების დაშლის დროსაც შეიძლება დაიმზიროს(მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ).
წყალბადის სპონტანური ემისიის საკუთარ თეორიულ ანალიზზე დაყრდნობით, მეცნიერებმა შეაფასეს, რომ დროის მინიმალური ინტერვალი პლანკისეულზე მეტი უნდა იყოს, თუმცა არა უმეტეს მნიშვნელობებისა, რომლებიც წინა ექსპერიმენტებით დადგინდა. შემდგომი ექსპერიმენტები მინიმალური დროის ზღვარს შეამცირებს, ან მის ზუსტ მნიშვნელობას მოგვცემს.
მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ კვანტური მექანიკის ბაზური განტოლებების ცვლილება თვით დროის განსაზღვრების შეცვლას გამოიწვევს. მათი თქმით, დროის სტრუქტურა შეგვიძლია განვიხილოთ, როგროც კრისტალური, შემდგარი დისკრეტული, რეგულარულად განმეორებადი სეგმენტებისგან.
მეტ ფილოსოფიურ დონეზე, დისკრეტული დროის არგუმენტი ნიშნავს, რომ დროის ჩვენეული აღქმა, თითქოს ის მუდმივად მიედინება – მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა(რეალობის კვანტური ილუზორულობა).
„ფიზიკური სამყარო, სინამდვილეში, კადრებია ფილმიდან, სადაც უძრავი კადრების სერიები მოძრავი გამოსახულების ილუზიას იძლევა. თუ ამას სერიოზულად განვიხილავთ, ფიზიკური რეალურობის ჩვენეული შეგნებული აღქმა, დამყარებული განუწყვეტელ მოძრაობაზე, ილუზია გახდება – მას დისკრეტული მათემატიკური სტრუქტურა ქმნის, რომელიც დროის საფუძველში დევს. ეს ვარაუდი, ფიზიკურ რეალობას პლატონურ ბუნებას ანიჭებს, რომლის მიხედვითაც, ჭეშმარიტი რელობა ჩვენი გრძნობის ორგანოებისგან დამოუკიდებლად არსებობს. პლატონური იდეალიზმის სხვა თეორიებისგან განსხვავებით, ჩვენი ნაშრომის შემოწმება ექსპერიმენტით არის შესაძლებელი, არა მარტო ფილოსოფიური განსჯებით – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი( დრო დროზე ჩქარა მიქროდა, დრო არაფერზე ფიქრობდა; სამყარო დროის უკუსვლით).