იუპიტერის ყველაზე ცნობილი ატმოსფერული ”ხალი”, დიდი წითელი ლაქა(დწლ), წლების განმავლობაში მცირდებოდა.
1880 წელს ზომა 40 000 კილომეტრს შეადგენდა. თითქმის ასი წლის მერე, 1979 წელს, დიამეტრი 25 000 კმ-მდე შემცირდა. პროფესიონალმა ასტროფოტოგრაფმა დემინ პიჩმა პროგრამა WINJUPOS-ის გამოყენებით, რომელსაც მაღალი გარჩევადობის ფოტოებზე დწლ-ს ზუსტი გაზომვების ჩატარება შეუძლია, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გადაღებული სურათები შეადარა:
2003 წ. თებერვალი – 18 420 კმ;
2005 წ. აპრილი – 18 000 კმ;
2010 წ. სექტემბერი – 17 624 კმ;
2010 წ. იანვარი – 16 954 კმ;
2013 წ. სექტემბერი – 15 894 კმ;
2013 წ. დეკემბერი – 15 302 კმ, დედამიწის დიამეტრის 1,2.
ამიტომაც გახდა დწლ ძნელი დასანახავი სამოყვარულო ტელესკოპებით. ლაქა ჯერ ჩვეულებრივზე ფერმკრთალი იყო, ახლა კი უფრო ელვარე წითელი ფერი მიიღო.
ლაქა არა მარტო პატარავდება, არამედ ბრუნვის სიჩქარესაც უმატებს. ძველი დაკვირვებები მოწმობენ, რომ მისი ეთი ბრუნი 6 დღე გრძელდებოდა. ჯონ როჯერსმა ბრიტანეთის ასტრონომიული საზოგადოებიდან 2012 წელს დწლ-ევოლუციის შესახებ სტატია გამოაქვეყნა – 2006-2012 წლებში, დაპატარავებასთან ერთად, ბრუნვის სიჩქარეც შეუწყვეტლად იზრდებოდა და პერიოდიც 4 დღემდე შემცირდა.
როჯერსმა ქარის მაქსიმალური სიჩქარეც შეაფასა – 480 კმ/სთ-ზე ოდნავ მეტი, რაც 2006 წელს დაფიქსირებულზე მეტია – 400 კმ/სთ. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ დწლ 1713 – 1830 წლების შუალედში საერთოდ გაქრა, 1831 წელს გამოჩენამდე გრძელი ფერმკრთალი ”ღრუს” სახით. როჯერსმა ამ პერიოდის ჩანაწერებში დწლ-ს შესახებ ვერაფერი აღმოაჩინა. გაჩნდა კითხვა, რა მოხდა 1831 წელს? ეს ახალი დწლ-ს წარმოქმნა იყო, რომელიც 1665 წელს ჯოვანი კასინის მიერ აღმოჩენილ ლაქას არ უკაშირდება, თუ ისევ კასინის ლაქა განახლდა?
შესაძლებელია, ამ წარმონაქმნის სახელიდან სიტყვა ”დიდი” ამოვარდეს. ამავე დროს, ოვალი BA(პატარა წითელი ლაქა), იუპიტერის მეორე ნახევარსფეროში, პლანეტის სამხრეთ ზომიერი სარტყლის კიდესთან, დწლ-ს ნახევარი დიამეტრით, თავის დროს ელოდება. ოვალი BA სამი პატარა თეთრი ოვალის შერწყმით 1998 – 2000 წლებში გაჩნდა(სამი ჩრდილი იუპიტერზე; ორმაგი ფოტო: იუპიტერი და ევროპა; იუპიტერი).
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=rHwkdcppsuo
საინტერესოა ისევ თუ მოიმატებს ზომაში?
თუ ასე ნელი ტემპით იცვლება, ჩვენი შვილიშვილები თუ ნახავენ მაგის აღდგომას:)