ნასამ წარმოადგინა რუკა, რომელზეც მთელი პლანეტის საშუალო ღრუბლიანობაა ნაჩვენები, მონაცემები თანამგზავრმა – ”აქუა”, 2002 წლის ივლისიდან 2015-ის აპრილის ჩათვლით შეაგროვა(nasa).
ღრუბლიანი საფარის სისქე ფერების დახმარებით არის ნაჩვენები: ცისფერი ნიშნავს ღრუბლების არ არსებობას, ხოლო თეთრი მუდმივ ღრუბლიანობას. შუალედური შეფერილობებით კი სხვა სიდიდეებია წარმოდგენილი. ყველაზე უფრო მზიანი და მშრალი აღმოჩნდა საჰარა, ახლო აღმოსავლეთი, ავსტრალია, ჩილეს დასავლეთი და ანტარქტიდა(სამხრეთ კონტინენტის ზოგიერთ რეგიონში თოვლიც კი არ დევს).
ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთისა და სამხრეთის 30 გრადუსიანი განედის უღრუბლო უდაბნოები, რაც ჰადლის უჯრედების მოქმედებით არის გამოწვეული – ატმოსფეროს ელემენტთა ცირკულაციით, რომლებსაც ჰაერის მშრალი მასები ეკვატორიდან ტროპიკებში გადააქვს. ატმოსფროს დაბალ ფენებში გადასული ეს მასები, სინოტოვეს შთანთქავს და ღრუბლების წარმოქმნას ხელს უშლის. ჰადლის უჯრედებს დაბალ სიმაღლეზე არსებული ნოტიო ჰაერის მასები კი ეკვატორზე გადააქვთ, სადაც ისინი მაღლა ადიან და ღრუბლებად კონდენსირდებიან.
ღრუბლების დიდი რაოდენობაა პოლარულისა და საშუალო განედების საზღვრებთან. აქ ფერელის უჯრედები მოქმედებს, ჰაერს ზემოთ უბიძგებს და მსხვილ ატმოსფერულ ფრონტებს ქმნის, რაც საშუალო განდების ამინდს განაპირობებს.
ღრუბელთა წარმოქმნაზე რელიეფის ლოკალური თავისებურებებიც მოქმედებს. მთაგრეხილები ზემოთ აძევებს ჰაერს და ქარიან ფერდობებს წვიმით ამარაგებს. სამაგიეროდ, მთის მეოე მხარეს გადასული ღრუბლები სინოტივეს კარგავს, რის გამოც ქარიანი კალთების ძირში უსიცოცხლო უდაბნოები ჩნდება, როგორც მთიან ტიბეტსა და სიკვდილის ზეგანზე კალიფორნიაში(დედამიწა).