მერკურის მაგნიტური ველი 4 მილიარდი წლისაა

 ნასას ზონდმა – ”მესენჯერი”, დედამიწა 2004 წელს დატოვა, მერკურის ორბიტაზე 2008 წელს გავიდა, მონაცემებს კი, მზესთან უახლოესი პლანეტის შესახებ, 2015 წლის აპრილის ბოლომდე გადმოსცემდა.

mesenjer 0 მეცნიერებმა აქამდეც იცოდნენ, რომ მერკურის, დედამიწისეულის მსგავსი მაგნიტური ველი აქვს, ოღონდ გაცილებით სუსტი. ბირთვის სიღრმეებში არსებული თხევადი რკინის მასები, პლანეტის(დედამიწის ტიპის) მაგნიტური ველის წყაროა. მზის სისტემის ამ ორი შიდა პლანეტის გარდა, მაგნიტური ველი გააჩნდა მარსსაც, რომელიც დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინათ გაქრა.

იფრინა რა ძალიან ახლოს პლანეტასთან, ”მესენჯერმა” თავისი მაგნიტომეტრით, მერკურის მთის ქანების მაგნეტიზმე შეაგროვა ინფორმაცია. ამ უმცირესმა სიგნალებმა აჩვენა, რომ მერკურის ძალიან დიდი ხნის მაგნიტური ველი გააჩნია, ასაკით 3,7-დან 3,9-მდე მილიარდი წელი. თვითონ პლანეტა თითქმის იმავე დროს ჩამოყალიბდა, როცა ჩამოყალიბდა დედამიწა, დაახლოებით 4,5 მილიარდი წელი.

mesenjeri მისია მესენჯერის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო კოსმოსური აპარატის გაყვანა მერკურის ორბიტაზე. პლანეტა ძალიან ახლოსაა მზესთან და ასრებობდა რისკი იმისა, რომ აპარატი მზისკენ გაფრინდებოდა. მაღალი ტემპერატურისგან ზონდს სპეციალური ფარი იცავდა, რათა მნათობისკენ მიმართული მხარე ყოველთვის ცივი დარჩენილიყო. სპეციალურად შერჩეული წაგრძელებული ორბიტა, აპარატს საშუალებას აძლევდა მერკურიდან შორს ემოძრავა და გაცივება მოესწრო. 2011 წლიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით ”მესენჯერმა” 4000-ზე მეტი წრე გააკეთა მერკურის გარშემო(მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.