ალენის რადიოტელესკოპების მასივის მუშაობა, რომლითაც უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილ სიგნალებს ეძებენ, შეჩერებულია უსახსრობის გამო, რადგან პროექტი SETI, რომელიც ამ პროექტს კურირებდა, დაფინანსების ყველანაირი წყაროს გარეშე დარჩა. ამის შესახებ განაცხადა პროექტ SETI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ პირსონმა. SETI-ს „გულს“ ალენის რადიოტელესკოპების მასივი წარმოადგენს. ის 42 ტელესკოპისგან შედგება(თუმცა თავიდან გათვალისწინებული იყო 350 „თეფში“). ტელესკოპებმა მუშაობა 2007 წლის ოქტომბერში დაიწყეს მუშაობა. მასივის მშენებლობისთვის ფული გამოყო კომპანია Microsoft-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პოლ ალენმა.
პროექტის მეორე მონაწილე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ტელესკოპების გამართულ მუშაობაზე და მიღებული მონაცემების ანალიზზე, არის კალიფორნიის უნივერსიტეტის რადიოასტრონომული ლაბორატორია ბერკლიში. ლაბორატორიის ერთ-ერთი დიდი დამფინანსებელია ა.შ.შ-ს მეცნიერების ნაციონალური ფონდი, რომელმაც SETI-ს ფინანსირება ათჯერ შეამცირა. ამას გარდა, კალიფირნიის შტატის ბიჯეტიდანაც პროექტისთვის თანხის კიდევ უფრო მცირე რაოდენობა გამოიყო. SETI-ს შემდგომი პერპექტივები გაურკვეველი რჩება. ინსტიტუტის საიტზე გამოსახულია მოწოდება თხოვნით ფინანსური დახმარების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით არავის აქვს პროექტის დახმარების სურვილი.
დედამიწელებს უცხოპლანეტელების მოსაძებნად ფული არ ჰყოფნით
Posted by