იაპონელმა მეცნიერებმა წარმატებული გამოცდა ჩაატარეს მოწყობილობისა, რომელიც კოსმოსურ აპარატ ”ჰაიაბუსა-2”-ს ასტეროიდის წიაღიდან სინჯების აღებაში დაეხმარება. მოწყობილობა წარმოადგენს ”ზარბაზანს”, რომელიც მეტალის ჭურვებს ისვრის.
ასტეროიდულ ”ზარბაზანს” ანალოგი არ გააჩნია. 100 მეტრამდე დისტანციიდან ნასროლი ჭურვებით, ასტეროიდის ზედაპირზე ხელოვნური კრატერი გაჩნდება, რომლიდანაც უკვე სინჯების აღება და ციური სხეულის ქიმიური შემადგენელის დადგენა იქნება შესაძლებელი.
რა საჭიროა ასტროიდების კვლევა? საქმე იმაშია, რომ დედამიწისთვის ისინი პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენენ. მზის ისტემის ატეროიდთა 98%-ზე მეტი მთავარ ასტროიდულ სარტყელშია თავმოყრილი, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, ასევე კოიპერის სარტყელსა და თეორიულად არსებულ ოორტის ღრუბელში. ზოგიერთი მათგანი, სარტყელში მდებარე თავისსავე მაგვარ სხეულებთან შეჯახებით, ან სხვა მასიური ობიექტების გრავიტაციული ზემოქმედებით თავიანთი ორბიტებიდან ვარდებიან და მზის სისტემის შიგა მიმართულებებით იწყებენ მოძრაობას, მათ შორის დედამიწისკენაც.
მეცნიერები პოტენციურად საშიშად თვლიან ასტროიდებს(პსა), რომელთაც დედამიწასთან 0,05 ასტრონომიული ერთეულით ან უფრო ახლოს მოსვლა შეუძლიათ და რომელთა აბსოლუტური ვარსკვლავური სიდიდე 22-ს არ აჭარბებს. ალბედოს(სინათლის არეკვლის უნარი) საშულო მნიშვნელობით – 0,13, ასტეროიდის დიამეტრი 150 მეტრს უნდა შეადგენდეს.
ასტეროდიდული საფრთხის შეფასება ხშირ შემთხვევაში ე.წ. ტურინის სკალით ხდება, რომლის მიხედვითაც პსა-ს ორბიტის, მასისა და სიჩქარის მიხედვით ქულებს ანიჭებენ – 0-დან 10-მდე. 0-ით შეფასებულ ასტეროიდებს დედამიწასთან შეხების არანაირი შანსი არ გააჩნიათ, ხოლო 10-იანებს პლანეტარული მასშტაბების კატასტროფის გამოწვევა შეუძლიათ.
ახლახანს კრიმის(უკრაინა) ობსერვატორიამ 410 მეტრიანი ასტეროიდის აღმოჩენის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის ჩვენს პლანეტასთან 2032 წელს შეჯახების ალბათობა, ნასას მონაცემებით, 1/14 000 უტოლდება(რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ და როსკოსმოსმა კატასტროფის თავიდან ასაცილებელ პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყეს).
”ჰაიაბუსა-2”-ის წინამორბედი, ავტომატური ზონდი ”ჰაიაბუსა”, ასტროიდ იტოკავასთან შესახვედრად 2003 წელს გაუშვეს. ვერ ვიტყვით, რომ მისია კარგად მიმდინარეობდა – ჯერ ერთი წლით გადაიდო სტარტი, ხოლო კოსმოსში მოხვედრისთანავე მძლავრმა მზიურმა ამოფრქვევამ ზონდს ერთ-ერთი იონური ბატარეა დაუზიანა, თუმცა შემეცნებითი პროგრამის შესრულება მაინც მოხერხდა.
ასტეროიდზე დასაშვები აპარატი MINERVA ზონდს ვერ გამოეყო, არც გრუნტის ამოსატეხმა ჭურვებმა იმუშავეს. ზონდს პრობლემები უკან დაბრუნებისასც შეექმნა. ზონდი თვითონ დაჯდა ასტეროიდზე, იმის იმედით, რომ ზედაპირთან შეხებით ამოცვენილი მტვერი სპეციალურ კაფსულში მოხვდებოდა.
”ჰაიაბუსა” დედამიწაზე არა 2007 წელს დაბრუნდა, როგორც იგეგმებოდა, არამედ სამი წლით გვიან. 2010 წელს განცხადება გაკეთდა, რომ აპარატზე დაყენებულ 40 სანტიმეტრიან კაფსულაში ნახევარ ათასამდე რაოდენობის მტვრის მიკრიონაწილაკები აღმოჩნდა, მეტრის ორმოცდაათი მემილიონედის დიამეტრებით, სავარაუდოდ იტოკავადან. იაპონელებმა მისიის განმეორება გადაწყვიტეს, მეორე მცდელობის წარმატებით დასრულების იმედით.
ამჯერად, სამიზნე 914 მეტრიანი ასტეროდიდი 162173 იქნება(იგივე 1999 JU3). ის იტოკავაზე დიდია და მისგან განსხვავებით სფერული ფორმა გააჩნია.
”ჰაიაბუსა-2” მის წინამორბედისგან განსხვავებით რადიკალურად გაუმჯებესებული იქნება. ახალი ტიპის იონური ძრავები, ნავიგაციისა და კონტროლის მოწყობილობა. ”ჰაიაბუსა”-ს ასტეროიდის მიმართულებით რკინის ბირთვები უნდა ესროლა, ახალი აპარატი კი ჭურვებს ესვრის, რომლებიც დეტონაციას ზედაპირთან შეხებისას მოახდენენ.
”ჰაიაბუსა-2” სტარტს 2014 წლის დეკემბერში აიღებს. 2018 წელს ასტეროიდს მიუახლოვდება, საინჯებს აიღებს და 2020 წელს დედამიწაზე დაბრუნდება(მისია ”ჰაიაბუსა”).
დედამიწელები ასტეროიდებს ესვრიან…
Posted by