გრავიტონის მასიურობის შემთხვეავში ბნელი ენერგიის ბუნება შეიძლება აიხსნას, იდუმალი სუბსტანციისა, რომელიც სამყაროს აჩქარებით გაფართოებაზეა პასუხისმგებელი(Nature News). აღმოაჩინეს რა 1990 წელს, რომ სამყარო აჩქარებით ფართოვდება, მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რა არის ბნელი მატერია, რომელიც ამ პროცესს კვებავს და რატომ არის აჩქარება ასეთი მცირე.
ყველაზე უფრო სიმართლისმაგვარი თეორიის მიხედვით, ბნელი ენერგია კოსმოსური ვაკუუმის განუყოფელი ატრიბუტია. ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა ასეთი ენერგიის არსებობას წინასწარმეტყვეკლებს, თუმცა 10120-ჯერ მეტი მაჩვენებლით, რომელიც დამზერადი გაფართოებისთვის არის საჭირო. ბნელი ენერგია რომ ასეთი ძლიერი იყოს, სამყარო პირველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების გაჩენამდე გაიხლიჩებოდა(კიდევ დიდი გახლეჩის შესახებ).
2010 წელს წინადადება წამოაყენეს, რომ ბნელი ენერგია მაინც ვაკუუმის ენერგია შეიძლება იყოს, თუ მის ნაწილს ჰიპოთეტური ნაწილაკები – გრავიტონები, შთანთქავენ. გრავიტონი გრავიტაციული ურთიერთქმდების გადამტანი ნაწილაკია, ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმდებებიდან ერთ-ერთისა, ყველას ურთიერთქმედების თავისი გადამტანები გააჩნია(ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი).
დიაპაზონი, რომელსაც ფუნდამენტური ურთიერთქმედებებიდან თითოეული მოიცავს, ნაწილაკი-გადამტანების მასებით განისაზღვრება. ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება მასის არმქონე ფოტონებით, უსაზღვრო მანძილებზე ვრცელდება, ხოლო ძლიერი და სუსტი ბირთვული ურთიერთქმედებები, რომელთა გადამტანები მასიური Z და W ბოზონები არიან, მხოლოდ სუბატომურ მასშტაბებზე ვრცელდებიან(ატომი).
ფიზიკოსთა უმრავლესობა თვლის, რომ გრავიტონი, როგორც ფოტონი – უმასო ნაწილაკია, ამიტომ გრავიტაცია სამყაროსეულ მასშტაბებზე ვრცელდება. თუ გრავიტონებს არანულოვანი მასა აქვთ – 10-33 ელექტრონვოლტი მაინც, ეს სამყაროს დამზერადი სურათის შესაბამისი იქნება(შედარებისთვის, ყველაზე მსუბუქი ნაწილაკის ნეიტრინოს მასა არის – 1 ევ, ხოლო ელექტრონის – 511 000 ევ.).
მასიურ გრავიტონებს შეუძლიათ ვაკუუმის ენერგიის შთანთქმა, ხოლო მის ნარჩენებს სამყაროს ისეთნაირად აჩქარება, როგორიც ამჟამად დაიმზირება. ასეთ მოდელს დაკვირვებათა შედეგების ახსნა შეუძლიათ, ეკზოტიკური ნაწილაკების შემოღების გარეშე.
შთამბეჭდავი თეორია ჩანასახშივე კინაღამ დაიღუპა, როცა ფიზიკოსებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ გამოთვლების უკან შეიძლება ”მოჩვენება-ველები” იმალებოდნენ, რომელთაც უარყოფითი ენერგია გააჩნიათ და რეალურად არ შეიძლება არსებონდნენ. თუმცა, მეცნიერთა სხვა ჯგუფმა ეს ვარაუდი უარყო(ინფლაცია).
მასიური გრავიტონების თეორიის შემოწმება, ალბათ, უკვე უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. თუ ის მართებულია, განსხვავება ”კლასიკურსა” და ”მასიურ” გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში(გრავიტაცია) დედამიწასა და მთავრეს შორის ამ უკანასკნელის პრეცესიული ორბიტის გადახრას გამოიწვევს 1/1012 მაჩვენებლით. ახლხანს ჩატარებული ექსპერიმენტებით ლაზერის სხივის საშუალებით, რომელიც მთვარეზე დატოვებული სარკიდან აირეკლებოდა, პრეცესიისა და მთვარემდე მანძილის 1/1011 სიზუსტით დადგენა მოხერხდა(დედამიწის ღერძის პრეცესია და ნუტაცია; LARES-ი აინშტაინის ფარდობითობას კიდევ ერთხელ გადაამოწმებს; აინშტაინის თეორიების კიდევ ერთი მტკიცებულება; არაგაფართოებადი სამყაროს მოდელი).