(შროდინგერის კატა)”მტრედებისა და ყუთების პრინციპის” თანახმად, თუ სამ მტრედს ორ ყუთში მოვათავსებთ, მინიმუმ ორი, ერთ ყუთში უნდა მოექცეს. ეს არის ბუნების აშაკრა და ფუნდამენტური პრინციპი, კომბინატორიკის საფუძველი. ჩეპმენის უნივერსიტეტთან არსებული, კვანტური კვლევების ინსტიტუტის(IQS) თანამშრომელთა ნამუშევარი ამ პრინციპს არღვევს. ის წარმოგვიდგენს, რომ ორ ყუთში, ნებისმიერი რაოდენობის ნაწილაკების მოთავსება შეიძლება, ისე, რომ ერთ-ერთში არასოდეს არ იქნება ერთდროულად ორი.
ეს აღმოჩენა, კვანტური მექანიკის მეტად საინტერესო სტრუქტურისკენ მიუთითებს, რომელიც აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდა. ის, ბუნების ძირითადი ცნებების გადახედვას გვაიძულებს” – ამბობს იაქირ აარონოვი, მეცნიერებათა დოქტორი და IQS-ის თანადირექტორი.
ნამუშევარი, სახელად – ”მტრედებისა და ყუთების პრინციპის, კვანტური კორელაციების ბუნების კვანტური დარღვევა”, რამდენიმე ექსპრიმენტს განიხილავს, ნაწილაკთა ურთიერთქმედებების ბუნების შესაძლებლობების კვლევით. გათვალისწინებულია ბევრი ახალი მონაცემი, რომლებიც თანმხლები კვანტური ეფექტების მკვლევარმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ამ დოკუმენტში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისეთი ფუნდამენტური ცნებები, როგორიც არის განცალკევებულობა და კორელაციები(მთვარე მაშინ არსებობს, როცა ვუყურებთ?).
”ამ კვლევის შედეგებზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია, თუმცა ვგრძნობთ, რომ ისინი აღსაქმელი გახდება, ჩვენ ხომ პრინციპულ ცნებებთან გვაქვს საქმე” – ამბობს ჯეფ თოლლაქსენი, მენციერებათა დოქტორი, ნამუშევრის თანაავტორი. მტრედებისა და ყუთების პრინციპის დარღვევის შესახებ მეცნიერები ჯერ კიდევ 2014 წელს ალაპარაკდნენ. მას მერე, ამ საკითხზე მუშაობა არ შემწყდარა.
რა შეიძლება მოჰყვეს ამას? მაგალითად: კვანტური კანონების მიხედვით, ნაწილაკი ერთდროულად ორ ადგილზე შეიძლება იყოს. ანუ, ერთი ნაწილაკი, ერთდროულად ორ ყუთში შეიძლება იყოს, ოღონდ, როცა არ აკვირდებით მას. დაკვირვების თანავე, იძულებული იქნება, ორი ყუთიდან ერთ-ერთში აღმოჩნდეს(კომპლემენტარულობის პრინციპი).
”თუ თქვენი ერთად-ერთი ინსტრუმენტი ჩაქუჩია, მაშინ ყველაფრის ლურსმნად განხილვისკენ იქნებით მიდრეკილი. პრობლემა ისაა, რომ ჩაქუჩისმაგვარი ინსტრუმენტებით ვერ დავინახავთ იმ დახვეწილ გზას, რომლითაც კვანტური სამყარო წარსულსა და აწმყოს ერთმანეთთან აკავშირებს” – ამბობს თოლლაქსენი(ობიექტივით კვანტურ სამყაროში).
აარონოვი და მისი კოლეგები, რბილი, ”სუსტი გაზომვების” ახალ ტიპებზე 20 წელი მუშაობდნენ. ამ კავშირების დანახვა ისე უნდა მოხდეს ”თითქოს, თითით რბილად ეხებით და არა ჩაქუჩით, როცა ვაიძულებთ მტრედს თავის ყუთში მოთავსდეს” – დასძენს თოლლაქსენი.
ყველა ეს უცნაური პრინციპი, დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს წარმოდგენებზე, ბუნების ყველაზე უფრო ეკზოტიკურ ასპექტზე: არალოკალურობაზე, რომლის მიხედვითაც, უზარმაზარი მანძილებით დაშორებული ნაწილაკები, სამყაროს საპირისპირო კიდეებზე მდებარეც კი, კავშირს ინარჩუნებს და ერთმანეთზე ზემოქმდება შეუძლია. თოლლაქსენი – ”არალოკალურობა, ბუნების ყველაზე უფრო წარმოუდგენელი მოვლენაა და მომავლის ეტქნოლოგიების რესურს წარმოადგენს”(კვანტური მექანიკა დიდ ტელესკოპებს ჯართად გადააქცევს?; კვანტური ”მოჩვენებით” მიღებული გამოსახულება; კიდევ თემასთან დაკავშირებით).