გრავიტაციული ტალღები: სხვა განზომილებების გასაღები?

 სამყაროს დამატებითი განზომილებების აღმოჩენა თუ გვინდა, რომელთა არსებობასაც სიმების თეორია ცდილობს დაგვიმტკიცოს, ჩვენი ყურადღება გრავიტაციულ ტალღებზე უნდა გადავიტანოთ. სწორედ ისინი შეიძლება იყოს სხვა განზომილებაში გასასვლელი კარების გასაღები. ახალი ჰიპოთეზის მიხედვით, გრავიტაციის ”გაჟონვას” სწორედ ამ ფარული განზომილებებისკენ მივყავართ(სიმების თეორია).

 დღეისათვის, ოთხგანზომილებიანი სამყაროს შესახებ იდეა დომინირებს – სამი სივრცული(სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) და დრო. ჩვენი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა მატერია ზემცირე მასშტაბებზე, უამრავ სიცარიელეს შეიცავს, რომელთა შევსება დამატებით ექვს განზომილებას შეუძლია. სიმების თეორიის მიხედვით, სამყარო უფრო ადვილი აღქმადი და გასაგები იქნებოდა, თუ ათგანზომილებიანად განვიხილავდით მას. გარდა ამისა, სიმების თეორიას, კლასიკურსა და კვანტურ ფიზიკას შორის არსებული სიცარიელეების შევსებაც შეუძლია, რითაც ის კვანტური გრავიტაციის ფუნდამენტად შეიძლება გადაიქცეს(რაც უფრო ზუსტია საათი, მით უფრო ბუნდოვანი ხდება დრო).

 ამ თეორიის მიხედვით, ყველაზე უფრო პატარა ნაწილაკები, მაგალითად, კვარკები, რომელთა რეგისტრირება ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო პატარა ნაწილაკებისგან შეიძლება შედგებოდეს – ენერგიის ერთგანზომილებიანი ძაფებისგან, რომლებიც ვიბრირებად სიმებს შეიძლება შევადაროთ. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ ”სიმების” საშუალებით, ბუნების ფუნდამენტური ძალების(გრავიტაცია, სუსტი, ელექტრომაგნიტური და ძლიერი) ერთი ფორმულით აღწერა იქნება შესაძლებელი. ასევე, შესაძლებელი იქნებოდა გაგვეგო, რატომ აგრძელებს სამყარო გაფართოებას(როდის შეიქმნება ”ყველაფრის თეორია”?). თუმცა, პრობლემა ისაა(ფაქტიურად, ერთად ერთი მნიშვნელოვანი), რომ სიმების თეორიის მათემატიკური საფუძველი მინიმუმ 10 განზომილების არსებობას მოითხოვს, მაგრამ რაიმე დამატებითი, ერთის მაინც, განზომილების აღმოჩენასთან ახლოსაც კი არ ვართ(გრავიტონური კალიბრის ქვემეხი).

 მიუხედავად ამისა, მაქს პლანკის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ დამატებითი განზომილებების აღმოჩენის იმედი არსებობს. ეს არის ალბერტ აინშტაინის მიერ დიდი ხნის წინათ ნავარაუდევი და ექსპერიმენტულად ახლახანს აღმოჩენილი გრავიტაციული ტალღები(ალბერტ აინშტინი გრავიტაციული ტალღების წინააღმდეგ…).

 სამყაროში მომხდარი კატასტორფული მოვლენები, როგორიც არის შავი ხვრელების შეჯახებები და ვარსკვლავების აფეთქებები, ყველა ჩვენთვის ცნობილ განზომილებებზე ახდენს ზეგავლენას, იმათზეც, რომელთა აღმოჩენა ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია(შავი ხვრელების შერწყმა – გრავიტაციული ტალღების წარმომქმნელი კოსმოსური კატაკლიზმი).

 კვლევის ავტორებმა მათემატიკური მოდელი შექმნეს, რომელიც განზომილებებზე გრავიტაციული ტალღების ზემოქმედების სავარაუდო ეფექტებს აღწერს და ორი მთავარი ფაქტორი გამოავლინეს. დამატებითი განზომილებები მაღალი სიხშირის გრავიტაციული ტალღებით შეიძლება გამომჟღავნდეს; სხვადასხვა განზომილებებში, გრავიტაციულმა ტალღებმა სამყაროს ”ქსოვილი” სხვდასხვანაირად უნდა გაწელოს.

httpv://youtu.be/QyDcTbR-kEA

ავი ხვრელების შერწყმის ”ხმა”.

პირველის შემთხვევაში, სხვა განზომილების აღმოსაჩენად LIGO-ზე 100-ჯერ მეტი მგრძნობელობის მქონე მოწყობილობა დაგვჭირდებოდა. 1000 ჰერცზე მეტი სიხშირის გრავიტაციული ტალღების წარმომქმნელი ასტროფიზიკური პროცესების შესახებ კი მეცნიერთათვის არაფერია ცნობილი.

 მეორე შემთხვევაში, ფიზიკოსებმა ანომალური ზემოქმედების შესწავლა უნდა მოახდინონ, რომლითაც ”ჩვეულებრივი გრავიტაციული ტალღები” და სხვა განზომილებიდან მოსული გრავიტაციული ტალღები დრო-სივრცეზე იმოქმედებდა(გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.