ამერიკელმა ფსიქოლოგებმა სხვადასხვა შემეცნებით დისციპლინებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ქალთა წარმომადგენლობას მეცნიერებაში, არის გენიოსებისა და გენიოსობის კულტი – ითვლება, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეს თვისება არ გააჩნიათ(Science).
ფსიქოლოგმა ანდრეი ჩიმპიანმა(ილინოისის შტატის უნივერსიტეტი, ა.შ.შ.) და მისმა კოლეგებმა 1800 ასპირანტი, პოსტდოქტორი და პროფესორი გამოკითხეს, რომლებიც მენციერების სხვადასხვა დარგში მუშაობენ.
მოსაზრებები თითქმის თანაბრად გაიყო: ზოგიერთი მეცნიერი ყურადღებას გენიალურობაზე ამახვილებს, სხვები კი მოთმინებასა და შრომაზე.
აღმოჩნდა, რომ იმ მეცნიერებებში, რომლებშიც გენიოსებისა და გენიალურობის კულტი ბატონობს, მაგალითად, ფიზიკა და ფილოსოფია, ქალები ყველაზე უფრო ცუდად არიან წარმოდგენილნი.
”ჩვენ არ ვამბობთ, რომ გენიალურობა ცუდია. არც იმას ვამტკიცებთ, რომ ქალები ამას მოკლებულნი არიან. ჩვენი მონმაცემები ამ საკითხებს არ ეხება. საქმე ისაა, რომ როცა სტუდენტებს შთავაგონებთ, რომ წარმატებული მეცნიერული კარიერისთვის განსაკუთრებული თვისებების ქონაა საჭირო, ეს, ორივე სქესზე განსხვავებულად ზემოქმედებს” – ამბობს ჩიმპიანი.
კიდევ სამი ჰიპოთეზა იქნა შემოწმებული, რომლებსაც მენციერებაში ქალთა წარმომადგენლობის სიმცირის ახსნა შეუძლია. ეს არის ქალების თავშეკავება ზეგანაკვეთურ მუშაობაზე, მკაცრი კონკურენცია სამუშაო ადგილისთვის და მამკაცთა დომინირება სფეროებში, სადაც ანალიტიკური აზროვნებაა საჭირო. თუმცა არცერთი ამ ჰიპოთეზათაგანი ვერ ხსნის ამ ფაქტს ისე ძლიერად, როგორც გენიალურობის კულტი.
ახლა მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რა დგას ამ მოვლენის უკან: შეგნებულად არიდებენ თუ არა თავს ქალი სტუდენტები და ასპირანტები მეცნიერებებს, სადაც ყველაზე მეტად გენიალურობაა დაფასებული, თუ დისკრიმინაციას განიცდიან უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომელთა და მეცნიერმუშაკთა მხრიდან, რომლებიც ამ უკნასკნელთა შესაძლებლობებზე საკუთარი წარმოდგენებიდან გამოდიან(კოსმოსის ზემოქმედება ქალისა და მამაკაცის ფიზიოლოგიაზე; ყურადღებით:კოსმოში ქალია!).