NGTS ეკზოპლანეტებზე ნადირობას იწყებს

 ტელესკოპების მასივი NGTS (Next-Generation Transit Survey), პარანალის(ჩილე) ობსერვატორიის ნაწილია. აქ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ყველაზე უფრო თანამედროვე ასტრონომიული ინსტრუმენტებია განლაგებული, მათ შორის არის ყველაზე დიდი ტელესკოპი(VLT), VISTA და მშენებლობის პროცესში მყოფი ევროპის ექსტრემალურად დიდი ტელესკოპი(EELT). მასივი NGTS, შემდგარი 20 სანიმეტრიანი, 12 ავტომატიზირებული ტელესკოპისგან, დედამიწაზე ორჯერ და რვაჯერ მეტი ზომის ეკზოპლანეტების ძებნით იქნება დაკავებული.

 NGTS იგივენაირად ”ინადირებს”, როგორც სახელგანთქმული ”კეპლერი”. მისი მთავარი ამოცანა, კვლევისათვის საკმარისი ელვარების პატარა პლანეტების იდენტიფიკაცია იქნება. თუ პლანეტის მასა და ზომები ცნობილია, მისი სიმკვრივის გამოთვლაც შესაძლებელი იქნება, ანუ იმის დადგენაც, თუ რა შემადგენელი შეიძლება ჰქონდეს ამ პლანეტას. გარდა ამისა, მიღებული მონაცემებით, მენციერები იმ სპექტრულ ”ხელმოწერაზე” შეიქმნიან წარმოდგენას, რომელსაც ამ პლანეტების ატმოსფროში შემავალი ქიმიური ელმენტები ტოვებენ.

 NGTS-ს მიერ აღმოჩენილი ყველაზე უფრო საინტერესო ობიექტები შემდგომო კვლევებისთვის უფრო ძლიერ ტელესკოპებზე მომუშავე მეცნიერებს გადაეცემათ, VLT-ს ჩათვლით რა თქმა უნდა(დიდი ტელესკოპების ერა; როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.