კაცობრიობა, გეოლოგიურ ძალად გადაიქცა, რომელსაც მომდევნო გამყინვარების ეპოქის დადგომის გადაწევა შეუძლია (Nature).
პოთსდამელმა (გერმანია) კლიმატის კვლევის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ თანაფარდობა ატმოსფეროში შემოსულ მზიურ რადიაციასა და მასში ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციას შორის, ძირითადი კრიტერიუმია, რომელიც გამყინვარების უკანასკნელი რვა ციკლისა და ყინულოვანი საფარის უკან დახევის ასახსნელად შეიძლება გამოდგეს. ადამიანის მხრიდან შეზღუდული ჩარევაც კი (1000-1500 გიგატონა გამონაბოლქვი) ნახშირბადის ბუნებრივ ბალანსში, გამყინვარების მომდევნო ეპოქის დადგომას 100 ათასი წლით იქეთ წევს, ამტკიცებენ მენციერები.
დედამიწის კლიმატის მოდელის აწყობით, ატმოსფერული, ზღვის, მყინვარების ფაქტორი, ასევე ნახშირბადის გლობალური ციკლი, კლიმატოლოგემა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყინულოვან საფარზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ზემოქმდება გამოითვალეს. ყინულოვანი ფარის ბედზე CO2-ის უმცირესი გამონაბოლქვებიც კი ათი ათასობით წლების განმავლობაში მოახდენს ზეგავლენას.
”ანთროპოგენური ჩარევის გარეშეც (ანთროპოცენი თითქმის 2 მილიონი წლისაა), ახალი გამყინვარების ეპოქა 50 ათას წელზე ადრე ვერ დაწყებოდა, რაც ჰოლოცენს (დედამიწის თანამედროვე გეოლოგიური ანუ გამყინვარების შემდგომი ეპოქა, რომელიც გრძელდება უკანასკნელი 12 ათასი წელი თანადროულ დრომდე), ყველაზე ხანგრძლივ გამყინვარებათშორის პერიოდად აქცევს. ჩვენი გამოთვლებით, ნავთობის, გაზისა და ნახშირის წვით გამოყოფილი ნახშირორჟანგი, ამ ვადას კიდევ 50 ათასი წლით გადაწევს. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ, ერთი მთლინი ციკლი გამოვტოვეთ” (მილანკოვიჩის ციკლები; გამყინვარების პერიოდი იგვიანებს…; დედამიწა; უკუზემოქმედება: კლიმატის ამოფრქვევა; მუდმივი მყინვარი – გაზები ჩრდილოეთიდან).