ყველაზე დიდი კანიონი დედამიწაზე

 გეოლოგებმა, ანტარქტიდის ყინულების ქვეშ, პლანეტის ყველაზე დიდი კანიონი აღმოაჩინეს. ათას კილომეტრამდე სიგრძის კანიონის სიღრმე ზოგან ერთ კილომეტრს აღწევს(Geology).

 კანიონი, რომლის სახელი ჯერ არ მოუფიქრებიათ, თანამგზავრიდან გადაღბულ ფოტოებზე შეამჩნიეს. მისი მოხაზულობა გეორადიოლოკაციის საშუალებით დადგინდა: ყინულის სიღრმეში რადიოტალღებს უშვებენ და მათი ანარეკლის მიხედვით, დამალული სტრუქტურების ფორმას გებულობენ.

 კანიონი აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე, პრინცესა ელისაბედის მიწაზე მდებარეობს. მეცნიერთა ვარაუდით, ის წყლის დინებამ წარმოქნა. ჯერჯერობით უცნობია, ეს ყველაფერი ყინულოვანი ფარის გაჩენამდე მოხდა, თუ ყინულქვეშა წყლების დინებით.

 გეოლოგები ეჭვობენ, რომ ეს კანიონი, ასევე ადრე უცნობ ყინულქვეშა ტბასაც უნდა უკავშირდებოდეს, რომლის ფართობი 1250 კვადრატული კილომეტრია(გაყინულ ტბაში უცნობი ორგანიზმები ცხოვრობენ).

 ”საოცარია, რომ ასეთი მასშტაბური ობიექტების აღმოჩენა მხოლოდ ახლა ხდება. მარსის ზედაპირს უფრო კარგად ვიცნობთ, ვიდრე ჩვენსავე პლანეტაზე მდებარე ანტარქტიდის რელიეფის. დაფარული ყინულქვეშა ლანდშაფტის კვლევა, კლიმატურ ცვლილებებზე ყინულოვანი საფარის რეაგირების შესწავალში დაგვეხმარება” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი სთიუართ ჯემისონი.

 დედამიწის ყველაზე გრძელ კანიონად ითვლებოდა 2013 წელს გრენლანდიის ყინულების ქვეშ აღმოჩენილი კანიონი, სიგრძით 750 კილომეტრი. სახელგანთქმული ამერიკული დიდი კანიონის სიგრძე მხოლოდ 445 კილომეტრია(”მარსის” კანიონი ქარონზე; დიდი კანიონი მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.