გამდნარი მეტალის ღრუბლები და წვიმები, ისეთ სუბვარსკვლავურ ობიექტებზე, როგორებიც ყავისფერი ჯუჯები არიან, ჩვეულებრივი მოვლენა შეიძლება იყოს.
ასტრონომებმა, გამოიყენეს რა ორბიტალური ტელესკოპის – ”სპიცერი”(1), შესაძლებლობები, ყავისფერ ჯუჯებზე ელვარების ცვლილებები დააფიქსირეს, რაც მათი აზრით, ჩვენთვის უჩვეულო ღრუბლების არსებობით არის გამოწვეული. ეს შტორმები რამდენიმე საათი უნდა გრძელდებოდეს, ისეთივე ბობოქრობით, როგორც ყველასათვის ცნობილი წითელი ლაქა იუპიტერზე(გალაქტიკის ასაკის ყავისფერი ჯუჯები).
”ყავისფერ ჯუჯათა ნაწილი ელვარების ციკლურობას ამჟღავნებს, რაც შტორმული ღრუბლებით შეილება აიხსნას” – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე არენ ჰაინცი.
ჰაინცმა და მისმა კოლეგებმა 20 საათის განმავლობაში 44 ყავისფერი ჯუჯა შეისწავლეს, ”სპიცერის” პროგრამის ჩარჩოებში – ”ამინდი სხვა სამყაროებში”.
”ჩვენ ვლაპრაკობთ დედამიწისეულებზე გაცილებით დიდ ღრუბელთა მასივებზე, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე საათში ფორმირდებიან და ქრებიან” – განმარტავს ჰაინცი(სუპერუჯრედი ტეხასის თავზე; ქარიშხალი და მიწისძვრა: მოკავშირეები?; ქარიშხალი სენდი ფორმირებიდან სანაპიროზე გადასვლის ჩათვლით; ქარიშხალ Irene-ს ფორმირება; ტალახიანი წვიმა).
ეს ღრუბლები ძალიან ცხელია იმისათვის, რომ წყლისგან შედგებოდნენ. ასტრონომების აზრით, ისინი ქვიშისა და გამდნარი რკინისგან შედგებიან.
ამ კვლევით კიდევ ერთი უცნაურობა გამოვლინდა – ყავისფერი ჯუჯების ძალინ ნელი ბრუნვა. ითვლებოდა, რომ როცა ასეთი ჯუჯები ფორმირდებიან და იკუმშებიან(ვარსკვლავი), ღერძის გარშემო ბრუნვას უმატებენ და მოწიფულობასთან ერთად არ ანელებენ მას. ამის მიზეზი ასტრონომთათვის ჯერჯერობით უცნობია. შესაძლებელია, რომ ისინი რაღაც უჩვეულო მეთოდით ფორმირდებიან, ან მათზე ახლოს მდებარე პლანეტა ზემოქმდებს.
ყავისფერი ჯუჯების ამინდის კვლევა, მზის სიტემის ფარგლებს გარეთ არსებული გიგანტური პლანეტების(ეკზოპლანეტები) ამინდის შესახებ შეგვიქმნის წარმოდგენას, რომელთა დანახვა მათი დედავარსკვლავების ელვარების გამო ძალიან ძნელია(სხვა შტორმები).