გაზი და მტვერი ორიონის სარტყელთან

 ღამის ცის თვალიერებისას, ორიონის სარტყელი (მითიური მონადირე) ყველას გვინახავს, ოღონდ არა ისეთი, როგორიც ამ ფოტოზეა.სარტყელი, სამი ელვარე ვარსკვლავით არის ფორმირებული — მინტაკა, ალნილამი და ალნიტაკი (მარცხნიდან მარჯვნივ) (ორიონის დელტა – სამმაგი ვარსკვლავი). დანარჩენი ვარსკვლავები დამუშავების დროს არის ამოღებული, მანათობელი გაზისა და ბნელი მტვრის ღრუბლების უკეთ გამოსაჩენად. ამ ღრუბელთაგან ზოგიერთს, უჩვეულო ფორმა მიუღია, მაგალითად, ნისლეული ცხენის თავი და ალი, ალნიტაკთან ახლოს, ქვემოთ მარჯვნივ. ამ ადგილამდე მანძილი სულ რაღაც 1500 სინათლის წელია და ის, ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მდებარე და კარგად შესწავლილი ვარსკვლავწარმომქმნელი რეგიონია (კიდევ ორიონის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.