აღმოჩენილია შორეული ეგზოპლანეტის მაგნიტური ველი

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით დაგროვებული მონაცემების გამოყენებით, ისტორიაში პირველად, მზის სისტემიდან ძალიან შროს მდებარე პლანეტის მაგნიტური ველი აღმოაჩინეს. დედამიწის მაგნიტური ველი ერთგვარი ფარია, რომელიც მზის ქარისა და კოსმოსური გამოსხივებისგან იცავს  სიცოცხლეს, გადახრის რა დამუხტულ ნაწილაკებს და ისევ კოსმოსში აგზავნის მათ, იცავს ატმოსფეროს განიავებისგან, თვითონ ატმოსფერო და მისი ფენები კი უმუხტო ნაწილაკებს შთანთქავს (რადიაციისგან არა მარტო მაგნიტური ველი გვიცავს) (phys.org).

ე.წ. ტრანზიტი, პლანეტის გავლა ამ პლანეტის დედავარსკვლავსა და დამკვირვებელს შორის.

 ნეპტუნის ზომის ეგზოპლანეტა HAT-P-11b-მდე მანძილი 123 სინათლის წელია. დაკვირვებების განმავლობაში HAT-P-11b-მ ექვსჯერ გაიარა თავისი დედავარსკვლავის წინ, ხოლო ამ “ტრანზიტების” დროს, ულტრაიისფერი დიაპაზონის გამოყენებით დაგროვებული მონაცემებით მეცნიერებმა მისი ატმოსფეროს შესახებ მონაცემები მიიღეს.

 “ჰაბლმა” ამ ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირბადის იონების სიჭარბე “დაინახა”, რომლებითაც პლანეტის ატმოსფერო და მაგნიტოსფეროა შევსებული. მაგნიტოსფერო, ეს არის ასტრნომიული ობიექტის შემომფარგლავი არე, რომელიც ამ ობიექტის მაგნიტური ველისა და ცენტრალური ვარსკვლავის (ჩვენს შემთხვევაში, მზის) გამოსხივების ურთუერთქმედებით ფორმირდება.

 აღსანიშნავია, რომ HAT-P-11-ის მაგნიტოსფეროს ნამდვილად არსებობის გარდა, დაიმზირებოდა ნახშირბადის იონებისგან შემდგარი წაგრძელებული კუდიც, რომელშიც ეს იონები 160 ათასი კმ/სთ. სიჩქარით მოძრაობენ. კუდის სიგრძე 1 ასტრონომიულ ერთეულს უტოლდება, რაც დედამიწა-მზეს შორის საშუალო მანძილია – 150 მლნ.კმ.

 კომპიუტერული მოდელირებით დადგინდა, რომ დედამიწისა და HAT-P-11-ის მაგნიტოსფეროს ფიზიკა მსგავსია და ერთნაირი ბუნება აქვს. ძირითადი განსხვავება კი ისაა, რომ HAT-P-11 ძალიან ახლოა თავის ვარსკვლავთან, 1 ასტრონომული ერთეულის მეოცედზე, რაც პლანეტის ატმოსფეროს გდაცხელებას იწვევს. ატმოსფეროს შემადგენელი კოსმოსში ნიავდება და ზემოთ ხსენებულ კუდს ემატება.

 “მიუხედავად იმისა, რომ HAT-P-11-ის მასა იუპიტერის მასის მხოლოდ 8 პროცენტია, მას მაინც მინიიუპიტერად უფრო ვთვლით, ვიდრე ნეპტუნად (იუპიტერის მაგნიტური ველი “ჯუნოსგან”). ამ პლანეტის ატმოსფეროს ძალიან უჩვეულო შემადგენლობა, მაგნიტური ველის არსებობა და სხვა მახასიათებლები, შემდგომი დაკვირვებისა და კვლევის საჭიროებაზე მიუთითებს, რაც გააუმჯობესებს არსებულ თეორიებს პლანეტების ფორმირების შესახებ. მართლაც, ყველა ამ თეორიის თვალსაზრისით, HAT-P-11b-ს მსგავსი (მქუხარე HAT-P-11b) პლანეტა არ უნდა არსებობდეს” – ამბობენ კვლევის ავტორები (ეგზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.