შარლ მესიეს ცნობილ კატალოგში ერთ-ერთი ბოლოს ჩაწერილი წევრი, დიდი და ლამაზი სპირალური გალაქტიკის – M101-ის ზომა 170 000 ათასი სინათლის წელია, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ირმის ნახტომის ზომას. M101 სწორედ ის ”ნისლეული” იყო, რომელსაც XIX საუკუნეში, ლორდი როსი თავისი დიდი ტელესკოპით – Leviathan of Parsontown, აკვირდებოდა. გამოსხივების დიაპაზონებს ინფრაწითლიდან რენტეგენამდე, სხვადასხვა ფერები აქვს მინიჭებული, ხოლო მონაცემები მათ შესახებ, ორბიტულმა ტელესკოპებმა გადმოსცეს: ”ჩანდრა”(იისფერი), გალაქტიკების ევოლუციის მკვლევარი – GalEx(ცისფერი), “ჰაბლი”(ყვითელი), ”სპიცერი”(წითელი). მილიონ გრადუსამდე გაცხელებული გაზი, აფეთქებული ვარსკვლავებითა და ორმაგი სისტემებით (ნეიტრონული ვარსკვლავებითა და შავი ხვრელებით), რენტგენის (ანუ ჩანდრადან) დიაპაზონით არის წარმოდგენილი. უფრო დაბალი ენერგიებისთვის შესაბამისი დიაპაზონებით, M101-ის მკლავებში მდებარე ვარსკვლავები და ვარსკვლავური მტვერია ნაჩვენები. ბზრიალად წოდებული M101, დიდი დათვის თანავარსკვლავედის ფარგლებში მდებარეობს, დედამიწიდან 25 მილიონი სინათლის წლის მანძილზე (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
ბზრიალა გალაქტიკა M101
Posted by