სტენფორდის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ფარული ჯუჯა გალაქტიკა გამოავლინეს(discovery.com), რომელიც ჩვენგან ოთხი მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. – “ეს, დიდი გალაქტიკის ჰალოს მიღმა „დამალული” პატარა წარმონაქმნია” – ამბობენ მკვლევარები.
გრავიტაციული ლინზირების მეთოდის გამოყენებით, მეცნიერებმა პატარა გალაქტიკის გამოსახულების მიღება მოახერხეს – „ასეთ ობიექტებს ისევე ვხედავთ, როგორც პეიზაჟებს ფანჯარაზე ჩამოცოცებულ წვიმის წვეთებს მიღმა”– განმარტავს სტენფორდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი. – “ოღონდ, წვიმის წვეთი გამოსახულებას რეფრაქციის ხარჯზე ამრუდებს, ხოლო ჩვენს შემთხვევაში გადიდებული გამოსახულება ბნელი მატერიის მეშვეობით მიიღება, რომელიც, აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით, გრავიტაციის მიერ არის გამრუდებული”.
„გრავიტაციული ლენზირების” გამოყენებით გამოსახულების მიღების შემდეგ, მეცნიერებმა ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (National Science Foundation) მიმართეს და ათასობით კომპიუტერთან ერთად, სუპერ–კომპიუტერი – Blue Waters-იც გამოიყენეს, რომ ჯუჯა გალაქტიკამდე მანძილი და სხვა პარამეტრები დაედგინათ.
მუშაობის პროცესში ბევრი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა და ბევრი კვლევითი მეთოდიც დაიხვეწა, რაც საშუალებას მისცემს მკვლევარებს სამყაროს დაფარული ნაწილი უკეთ გამოიკვლიონ; მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დიდი გალაქტიკების მიღმა, ათასობით ჯუჯა გალაქტიკა იმალება, თუმცა დღემდე, მხოლოდ ორმოცია გადაღებული და დეტალურად შესწავლილი(ირმის ნახტომის კიდევ ერთი თანამგზავრი;ზეახლის აფეთქების ”გამეორება”…).
ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.