ასტრონომებმა, გალაქტიკაში დედამიწის მდებარეობის ზუსტი მონაცემები მიიღეს. მკვლევარებმა ზოგიერთ ნისლეულებამდე მანძილების დადგენით, ირმის ნახტომის იმ მკლავის ნამდვილი ზომების დადგენა შეძლეს, რომელშიც მზე მდებარეობს (arXiv.org).
დედამიწის ზუსტი კოორდინატების დადგენა ძნელი საქმეა, რადგან არ არსებობს ჩვენი გალაქტიკის გვერდიდან შეხედვის შესაძლებლობა, არც ნისლეულებამდე და ვარსკვლავებამდეა ზუსტი მანძილი ცნობილი. როგორც ნაციონალური რადიოობსერვატორიის საიტზე დაიწერა, მეცნირებმა მანძილები პარალაქსის საშუალებით გაზომეს: ობიექტის კუთხური ზომების გაზომვით წელიწადის სხვადასხვა დროს. მზის გარშემო დედამიწის მოძრაობის გამო ეს დაკვირვებები ხდებოდა წერტილებიდან, რომლებიც ერთმანეთოსგან 300 მილიონი კილომეტრით არიან დაშორებულნი, ამიტომ ნისლეულების მდებარეობა ცაზე ოდნავ იცვლებოდა: მანძილების გამოთვლა, კუთხური კოორდინატების დადგენის მერე, მარტივი ტრიგონომეტრიული ფორმულებით ხდება.
იმის გასაგებად, თუ როგორ არიან დაჯგუფებულნი სივრცეში სხვა ობიექტები, მეცნიერებმა გაზომვათა სერიები ათი 25 მეტრიანი რადიოტელეკოპების კომპლექსის საშუალებით ჩაატარეს: VLBA, Very Large Base Array. ეს უნიკალური რადიოასტრონომული კომპლექსი ერთმანეთისგან 8 ათას კილომეტრზე მეტი მანძილებით დაშორებული ტელესკოპებისგან შედგება, ამიტომ მათი კუთხური გარჩევადობის შესაძლებლობა 8000 კილომეტრიანი, მთლიანი ტელესკოპისას უტოლდება. რიგ ნისლეულებში ამ ინსტრუმენტებით ვარსკვლავთწარმომქმნელ პროცესებზე დაკვირვებებით, ასტრონომებმა ამ ობიექტებამდე მანძილი ადრე მიუწვდომელი სიზუსტით გაზომეს(მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).
პარალაქსის მეთოდი წელიწადის დროის მიხედვით ცაზე ვარსკვლავების მდებარეობის ცვლილებაზეა დაფუძნებული. თვალსაჩინოებისთვის სურათზე ყველა კუთხური ზომები გადაჭარბებულია.
ვარსკვლავების მაგივრად ნისლეულები იმიტომ იქნა არჩეული, რომ მათ კოჰერენტული რადიოგამოსხივება შეუძლიათ (როგორ მუშაობს ლაზერი). ასტრონომები განმარტავენ, რომ ეს გამოსხივება, რომელიც თავისი ბუნებით მაზერულია(ბუნებრივი ლაზერი), ობიექტთა უფრო ზუსტი ლოკალიზების საშუალებას იძლევა, ვიდრე ვარსკვლავების გამოსხივება (კარგად იცნობთ ჩვენს გალაქტიკას?).
ასტრონომებმა დედამიწის გალაქტიკური მისამართი დააზუსტეს
Posted by