სამყაროში, მატერია უფრო მეტია, ვიდრე ანტიმატერია. ამ უთანასწორობის მიზეზის დასადგენად, ჩინეთის ენერგეტიკის სამინისტრომ და ა.შ.შ-მ, დაია ბეის რეაქტორული ნეიტრინული ექსპერიმენტი წამოიწყო. ჰონგკონგიდან 50 კილომეტრის მოშორებით, კლდოვანი ქანების სქელი ფენების ქვეშ განლაგებული დაია ბეის 8 დეტექტორი, ახლოს მდებარე 6 რეაქტორიდან გამოსხივებულ ანტინეიტრინიოებს დაარეგისტრირებს. წარმოდგენილ ფოტოზე ერთ-ერთი დეტექტორია ნაჩვენები, ფოტონების სენსორებით, რომლებიც ანტინეიტრინოებისა და დეტქტორში არსებული სითხის იშვიათი ურთიერთქმედებით წარმოქნილ სუსტ ნათებას დააფიქსირებს. პირველადი შედეგები, ანტინეიტრიონოების ერთი ტიპის, სხვა ტიპის ანტინეიტრინოებად გარდაქმნის(ოსცილაცია – ნეიტრინული ნობელის პრემია…) მაღალ ტემპს აჩვენებს. თუ ეს დამტკიცდა, აქამდე უცნობი ტიპის ნეიტრინოსთან შეიძლება გვქონდეს საქმე, რაც ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედების შესახებ წარმოდგენებს შეცვლის, ურთიერთქმედებებისა, რომლებიც დიდი აფეთქების პირველ რამდენიმე წამებში ხდებოდა(ანტინეიტრინო: რითი ჯობია მატერია ანტიმატერიას).
ანტინეიტრინოების დეტექტორის შიგნით
Posted by